USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ნუცუბიძეზე "ხიდების" რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოცხადდა, ტენდერის ღირებულება 681 529 ლარს შეადგენს
дата:  363

თბილისის მერიამ  ნუცუბიძის I მიკრორაიონში მდებარე, 3 კორპუსის შემაერთებელი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მესამედ გამოაცხადა. პირველ არშემდგარ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 324 807 ლარი იყო, მეორედ 487 470, ამჯერად  ღირებულება გაორმაგებულია და 681 529 ლარს შეადგენს.  შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კომენტარების თანახმად სატენდერო დოკუმენტაციაში აღმოჩენილი იქნა მნიშვნელოვანი შეცდომები, რიცხვების დაკორექტირების შემდეგ კი ღირებულებაც მნიშვნელოვნად შეიცვალა.

დოკუმენტაციის თანახმად სამუშაოების შესრულების ვადა 4 თვე, საგარანტიო ვადა კი 3 წელია.

როგორც საპროექტო დოკუმენტაციაშია აღნიშნული ტექნიკური შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დეფექტები: ლითონის კონსტრუქციების ზედაპირული კოროზია; დაბზარული და გარკვეულ ადგილებში დაშლილი ასფალტბეტონის საფარი, დაბზარული კიბეები, ხიდებზე არ არის განათება და ა.შ.

როგორც დოკუმენტაციაშია ნათქვამი, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ხიდი დროებით დაიკეტება და მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ.

შ.ნუცუბიძის I მ/რ კორპ. #213/1, კორპ. 213/2 და ნუცუბიძის I მ/რ. კორ. #3-ის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდები წარმოადგენენ 1974წ. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის “შატილის” ნაწილს.

საცხოვრებელი კომპლექსი “შატილი” დაპროექტდა და აშენდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტში”, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით.

სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა აშენებული, ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება.ხიდი ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. გადასასვლელი ხიდი პირველი კორპუსის მე-14 სართულზე იწყება, გადადის შემდეგი კორპუსის მე-12-ზე და საბოლოოდ უერთდება მესამე კორპუსის მე-10 სართულს საიდანაც  შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან, საავტომობილო გზას უერთდება.

წყარო: მთავარი არხი

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати