USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Тбилиси
ნურიელ რუბინი - ათი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო 2020-იანი წლების „ძალიან დიდ დეპრესიაში“ აღმოჩნდება.
дата:  974

ნიუ-იორკის უნვერსიტეტთან არსებული ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორმა და Roubini Macro Associates  თავმჯდომარემ ნურიელ რუბინიმ ჩამოაყალიბა ათი მიზეზი, რის გამოც მსოფლიო 2020-იანი წლების „ძალიან დიდ დეპრესიაში“  აღმოჩნდება.

2007-2009  წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ,  მსოფლიო ეკონომიკაში არსებული დისბალანსი და რისკები პოლიტიკური შეცდომების გამო კიდევ უფრო გამწვავდა. მთავრობები არ ცდილობდნენ ფინანსური კრახის და შემდგომი რეცესიის შედეგად გამოვლენილი სტრუქტურული პრობლემების მოგვარებას.  დაგვიანებული  ქმედებები სერიოზულ ნეგატიურ რისკებს წარმოქმნიდა და გარდაუვალს ქმნიდა მომავალ კრიზისს. ახლა, როცა კრიზისი დაიწყო,  არსებული საფრთხეები კიდევ უფრო გამწვავდა. თუ ამჟამიდნელმა „ძალიან დიდმა რეცესიამ“ შეიძლება ეკონომიკის სუსტ U-ს მაგვარი აღდგენას გამოიწვევს უკვე ამ წლის ბოლოსთვის, უახლოეს ათ წელიწადში  მას მოყვება მკვეთრი, „ძალიან დიდი დეპრესიის“ L-ს მაგვარი ვარდნა. დეპრესიის მიზეზი ათი  ტრენდი იქნება.

პირველი ტრენდი ბიუჯეტის დეფიციტს და თანმხლებ რისკებს - ვალებს და დეფოლტს ეხება. Covid-19 გამოწვეული კრიზისის პასუხად მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ბიუჯეტის დეფიციტის კოლოსალურ ზრდას საჭიროებს ( მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% და მეტი) და ეს მაშინ, როცა ბევრ ქვეყანაში სახელმწიფო ვალი უკვე ძალიან მაღალ ან გაუსაძლის დონეს აღწევს.

სხვადასხვა კომპანიების შემოსავლის დაკარგვა  ნიშნავს, რომ კერძო სექტორის ვალიც  შესაბამისად დამძიმდება. პოტენციურად ამას  მასიური დეფოლტი და გაკოტრება მოყვება. სახელმწიფო ვალის სწრაფ ზრდასთან ერთად მსგავს პირობებში ეკონომიკის აღდგენა კიდევ უფრო რთული იქნება ვიდრე ათი წლის წინანდელი „დიდი რეცესიის“ შემდეგ.

მეორე ფაქტორი - განვითარებულ ქვეყნებში შენელებული მოქმედების დემოგრაფიული ბომბი. Covid-19 გამოწვეულმა კრიზისმა გვიჩვენა. რომ ჯანდაცვის სისტემაში  ბევრად უფრო მეტი საბიუჯეტო სახსრები უნდა იყოს მიმართული, ხოლო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებები აუცილებლობაა და არა ფუფუნება. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა -ეს ასაკოვანი საზოგადოებაა, ამიტომ მსგავსი ხარჯების დაფინანსება მომავალში გამოავლენს დღეს არასაკმარისად ფინანსირებადი  ჯანდაცვის და სოციალური დაზღვე­ვის დაფარულ ვალებს.

მესამე პრობლემა - დეფლაციის ამაღლების რისკი. დღევანდელმა კრიზისმა მხოლოდ ღრმა რეცესია კი არა, საქონლის და შრომის ბაზარზე  პროდუქციის სიჭარბე (გამოუყენებელი მანქანები და სიმძლავრეები, მასიური უმუშევრობა) და ნედლეულზე (ნავთობი, მეტალები) ფასების კრახიც გამოიწვია. ეს სავარაუდოდო ვალის დეფლაციას იწვევს, რაც  თავის მხრივ გადახდისუუნარობის რისკს ზრდის.

მეოთხე ფაქტორი - ვალუტის ფასის შემცირება. ცენტრალური ბანკები დეფლაციასთან ბრძოლას და საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდის (ვალის კოლოსალური მატების გამო) შეკავებას შეეცდებიან. ამიტომ ფულადი პოლიტიკა სულ უფრო არატრადიციული და სახიფათო გახდება. უახლოეს პერსპექტივაში დეპრესიის და დეფლაციის  თავიდან ასაცილებლად,  მთავრობებს საბიუჯეტო დეფიციტის მონეტიზაცია დაჭირდებათ. მაგრამ დროთა განმავლობაში დეგლობალიზაციით და განახლებული პროტექციონიზმის პოლიტიკით გამოწვეული  მუდმივი ნეგატიური შოკი  სტაგნაციას პრაქტიკულად გარდაუვალს გახდის.

მეხუთე პრობლემა - ეკონომიკაში ფართე და რადიკალური ციფრული ცვლილებები. როცა მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩება ან მცირე საფასურად იმუშავებს, სხვაობა  შემოსავალსა და სიმდიდრეს შორის XXI საუკუნის ეკონომიკაში სულ უფრო მკვეთრი გახდება.  განვითარებული ქვეყნების კომპანიები მომავალი შოკისგან თავის დასაცავად, იაფი მუშახელის ქვეყნებიდან საწარმოებს საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ.  მაგრამ ეს ტრენდი ამ ქვეყნის მშრომელებისათვის უსარგებლო იქნება. გაიზრდება ავტომატიზაციის ტემპები, ეს შეამცირებს ხელფასს და კიდევ უფრო გააღვივებს პოპულიზმს,  ნაციონალიზმს და ქსენოფობიას.

მივედით მეექვსე ფაქტამდე - დეგლობალიზაცია.  აშშ-სა და ჩინეთს შორის კავშირის გაწყვეტის პროცესი დაჩქარდა. შედეგად ქვეყნების უმრავლესობამ გლობალურ სისტემაში ჩავარდნებისგან საკუთარი კომპანიების და თანამშრომლების დასაცავად პროტექციონისტული ზომები გააძლერეს. პანდემიის შემდეგ მსოფლიო გაამკაცრებს საქონლის, მომსახურებს, კაპიტალის, შრომის, ტექნოლოგიების, მონაცემების და ინფორმაციის  გაცვლას. ეს უკვე ხდება ისეთ სექტორებში,  როგორიცაა ფარმაცეპტიკა, სამედიცინო მასალების და მოწყობილობების, სურსათის წარმოება. კრიზისის საპასუხოდ მთავრობები ამცირებენ ამ დარგების პროდუქციის ექსპორტს და სხვა პროტექციონისტულ ზომებს იღებენ. ეს ტრენდი გააძლიერებს უკმაყოფილებას დემოკრატიით. პოპულისტი-ლიდერებს ხელს აძლევთ ეკონომიკის სისუსტე, მასიური უმუშევრობა და უთანასწორობის ზრდა.  გაზრდილი არასტაბილური ეკონომიკისას  კრიზისში უცხოელების დადანაშაულების მძლავრი იმპულსი ჩნდება. მუშები და საშუალო კლასის ფართო მასები ადვილად აყვებიან  პოპულისტების რიტორიკას,  განსაკუთრებით მათ მოწოდებებს მიგრაციის და საგარეო ვაჭრობის შემცირების შესახებ.

მერვე ფაქტორი - გეოსტრატეგიული დაპირისპირება აშშ-ს და ჩინეთს შორის. ტრამპის ადმინისტრაცია ყველა ღონეს ხმარობს რომ პანდემია ჩინეთს დააბრალოს. საპასუხოდ ჩინეთის მთავრობა აქტიურად აცხადებს, რომ ამერიკა შეთქმულებას აწყობს ჩინეთის მშვიდობიანი აღმავლობის შესაფერხებლად. სულ უფრო მცირედება ჩინეთ-ამერიკის კავშირები ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ინვესტიციების,  მონაცემების და ფინანსების სფეროში.  დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ახალი ცივი ომის  მიზეზი შეიძლება გახდეს. აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე არსებობს საიდუმლო, სამხედრო კიბეროპერაციების გააქტიურების საშიშროება, რასაც ჩვეულებრივი სამხედრო შეტაკებები შეიძლება მოყვეს. ვინაიდან ტექნოლოგიები მომავლის დარგების კონტროლის ძირითადი საშუალებებია, ამერიკის კერძო ტექნოლოგიური სექტორი სულ უფრო მეტად  ინტეგრირდება ნაციონალური უსაფრთხოების სამრეწველო კომპლექსში.

ბოლო რისკი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება - ეკოლოგიური ცვლილებებია. როგორც Covid-19 კრიზისმა აჩვენა ეკოლოგიურმა ცვლილებებმა შეიძებ ფინანსურ კრიზისზე  უფრო  მძიმე ეკონომიკური ქაოსი გამოიწვიოს. რეგულარულად განმეორებადი პანდემიები  (შიდსი - 1980 წლებიდან, SARS - 2003-ში, გრიპი  H1N1 - 2009-ში, MERS -  2011-ში და ებოლა  2014-16 წლებში),  ისევე როგორც კლიმატის ცვლილება ხელთქმნილი კატასტროფებია,  გამოწვეული დაბალი სამედიცინო და სანიტარული სტანდარტების, ბუნებრივი სისტემების ხელყოფით, მსოფლიოს გაზრდილი გლობალიზაციით. მომდევნო წლებში პანდემიები, კლიმატის პათოლოგიური ცვლილებები სულ უფრო ხშირი, მძიმე და ძვირადღირებული იქნება.

ეს რიკსები კარგად ჩანდა ჯერ კიდევ Covid-19 პანდემიამდე და ეხლა მსოფლიო ეკონომიკას სასოწარკვეთის ათწლეულით ემოუქრება. შეიძლება 2030  წლებისთვის ტექნოლოგიებმა და უფრო კომპეტეტნტურამა ლიდერობამ პრობლემების შემცირება ან მინიმუმამდე დაყვანა შეძლონ თუკი გზას   თანამშრომლობაზე დაფუძნებული უფრო ინკლუზიურ და სტაბილურ საერთაშორისო ურთიერთობებს დაუთმობენ. მაგრამ ესეთი ბედნიერი დასასრულისთვის  ჯერ უნდა გავიგოთ, როგორ გადავურჩეთ „ძალიან დიდ დეპრესიას“.

бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати