USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ნუ იჭიმები, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე - ღალატზე ხელისმომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი- გიორგო ბაშაძე მიხეილ ყაველაშვილს
дата:  365

ნუ იჭიმები, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე - ღალატზე ხელისმომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ხალხის ძალის“ დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა ვაშაძეს სიტყვით

 კონკრეტულად, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერებმა ხელი სამშობლოს ღალატს მოაწერეს.

„27 ქვეყნის წამომადგენელი მოვიდა პარლამენტში და გითხრათ, რომ ეს კანონი რუსულია და ამ ტიპის კანონის მიღებით საქართველო ევროპულ პერსპექტივას შორდება. მაგრამ თქვენ ხელი მოაწერეთ სამშობლოს ღალატს, დიახ, ეს არის ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების,... ყველა პროვოკაციაზე პასუხს მიიღებთ! ესენი გააჩუმეთ, დარბაზიდან გაიყვანეთ, სპეცრაზმები რომ გყავთ მობილიზებული. ესაა თქვენი სახე. ასე ელაპარაკებით ხალხს, არაფერი გაქვთ ხალხისთვის სათქმელი. ხალხის ხმის გეშინიათ, მიიღებთ პასუხს ყველაფერ ამაზე. გაიყვანეთ ეს ხალხი დარბაზიდან. ნუ იჭიმები (მიხეილ ყაველაშვილს), წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბურთი გააგორე. ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი, ყველაფერზეა წამსვლელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати