USD 2.7075
EUR 3.1402
RUB 3.3462
Tbilisi
ნოშიკო ნამორაძე ირაკლი ღარიბაშვილზე - დარწმუნებული ვარ, კარგად არის და არ ეშინია დაჭერის, არც არის ამის საშიშროება
Date:  521

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამის საშიშროება არ არის“.

აღნიშნულის შესახებ მან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ სად იმყოფება ირაკლი ღარიბაშვილი ახლა და ეშინია თუ არა მას დაჭერის.

„დარწმუნებული ვარ, კარგად არის [ირაკლი ღარიბაშვილი]. დარწმუნებული ვარ, არა, არ ეშინია [დაჭერის], არც არის მაგის საშიშროება. მე ვძმაკაცობ, ვმეგობრობ ირაკლი ღარიბაშვილთან. მე არ ვარ ის კაცი და ადამიანი ვინც უარყოფს გარკვეული თანამდებობის გამო პიროვნულ ურთიერთობებს. ყოველთვის მისი ერთგული და მეგობარი ვიქნებით“,- აღნიშნა ნამორაძემ „ტვ პირველთან“, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გამართულ თბილისის ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way