USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
ნორვეგიელი ნოსტრადამუსი - Pax Americana-ს დაცემა 2020 წლიდან დაიწყება
თარიღი:  3629

იწყებს თუ არა ასრულებას იოჰან გალტუნგის  ამერიკასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება? მან იწინასწარმეტყველა ტიანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენები, საბჭოთა კავშირის დაშლა,  2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.

 „ამერიკის დასასრულის“ სხვადასხვა სცენარი არსებობს:  ამერიკა განადგურდება  ახალი მსოფლიო წარღვნის ან იელოუსტოუნის ნაციონალურ პარკში სუპერ ვულკანის ამოფრქვევით, ან ქვეყნის დაშლით და Pax Americana-ის გაქრობით. ჩვეულებრივ წინასწარმეტყველები თარიღის დაზუსტებისგან თავს იკავებენ. მაგრამ არსებობს ერთი პროგნოზი სადაც ზუსტად არის მოცემული თარიღი - 2020 წელი.

პროგნოზის ავტორი ლეგენდარული ფიგურა  - ცნობილი ნორვეგიელი პროფე­სორი, სოციოლოგი იოჰან გალტუნგია (Johan Vincent Galtung), რომელსაც წელს 90 წელი შეუსრულდა. მისი სახელი ცნობილი გახდა 1959 წელს, როცა ოსლოში მშვიდობის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი (Peace Research Institute Oslo, PRIO)   დააარსა და  1970 წლამდე ინსტიტუტის დირექტორად რჩებოდა. 1964 წლიდან გამოსცემს მშვიდობის კვლევის ჟურნალს. 1969 წელს ოსლოს უნივერსიტეტში დააარსა მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების კათედრა. სხვადასხვა დროს იყო გაეროს  და მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტი და კონ­სულ­ტანტი. მიწვეული ოყო კონსულტანტად 50-ზე მეტი კონფლიქტის რეგული­რებისას.  1987 წელს მიიღო ე.წ. ნობელის პრემიის ალტერნატიული ჯილდო: Right Livelihood Award.

ი. გალტუნგი ახალი სამეცნიერო დისციპლინის - მშვიდობისა და კონფლიქ­ტების პრობლემების კვლევის ფუძემდებლად ითვლება. განათლებით მათემატიკოსი თავის შრომებს მწყობრი, ლოგიკური თეორემების სახეს აძლევს. საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტოლოგიის ნებისმიერი სპეციალისტი ეცნობა ნორვეგიელის შრომებს, ეს კი 100-ზე  მეტი წიგნი  და დაახლოებით ათასი სამეცნერო სტატიაა. მისი შრომები ბევრ ენაზეა ნათარგმნი.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გალტუნგი ბევრს მოგზაურობდა, კითხულობ­და ლექციებს უნივერსიტეტებში. ცნობილი გახდა დიდი პოლიტიკური ცვლილე­ბების წინასწარმეტყველებით,  მაგალითად ძალიან ზუსტად განსაზღვრა ჩინეთში 1989 წლის ტიანმენის მოედნის ცნობილი მოვლენები. მას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი, საბჭოთა კავშირის გარდაუვალი დაშლის და ზუსტი თარიღის პორგნოზირებამ. 1980 წელს ნორვეგიელი მონაწილეობდა მოსკოვში მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციაში და ყველა გააოცა განცხადებით, რომ 10 წლის შემდეგ  დაინგრეოდა ბერლინის კედელი და ამის შემდეგ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირიც. გალტუნგმა საბჭოთ სისტემის ხუთი ძირითადი დაპირისპირება  განსაზღვრა:  1) დაპირისპირება სსრკ-სა და  სოციალისტურ ბანაკში შემავალ მოკავშირეეებს შორის, რომლებიც მოსკოვისგან დამოუკიდებლობას მოპოვებას ცდილობენ; 2) დაპირისპირება რუსეთის ფედერა­ციასა და მეტი ავტონომიის მსურველ დანარჩენ რესპუბლიკებს შორის. 3) დაპირის­პირება ქალაქსა და სოფელს შორის; 4) დაპირისპირება პარტიულ ელიტასა (ნორვეგიელი მას „სოციალისტურ ბურჟუაზიას“ უწოდებდა) და დანარჩენი მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის.  5) დაპირისპირება ფულად და სასაქონლო მასას შორის (მოსახლეობას ქონდა ფული, მაგრამ არ იყო საკმარისი საქონელი). 6) დაპირისპირება აშშ-სა და აზიის ქვეყნებს შორის,სადაც ანტიამერიკული ალიანსი ყალიბდება.

მოსკოვში მაშინ ამ წინასწარმეტყველებას ყურადღება არ მიაქციეს. დასავლეთი კი ყურადღებით მოეკიდა და გალტუნგს ნორვეგიელ ნოსტრადამუსს უწოდებდა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გალტუნგის სამეცნიერო ინტერესს მისი სამშობლო და აშშ წარმოადგენდა. გალტუნგი ამერიკას, როგორც ჩვეულებრივ სახემწიფოს კი არა, როგორც იმპერიას - Pax Americana განიხილავდა. საკმაოდ ზუსტად განსაზღვრა ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტერაქტი, 2000-იანების დასაწყისში გალტუნგმა განაცხადა, რომ ამერიკა დაეცემა, დაიღუპება როგორც იმპერია. Pax Americana დაცემა 2020 წლიდან დაიწყება, ხოლო 2025 წლისთვის ის სრულად დაკარგავს ზესახელმწიფოს სტატუსს. ნორვეგიელი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ავტორიტეტის დაკარგას,   ქვეყანაში ფაშისტური განწყობების ზრდა მოყვება.

თავისი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით გალტუნგმა 2004 წელს სტატიაში On the Coming Decline and Fall of the US Empire  გამოთქვა. მან ამერიკული საზოგადოების 14 ძირითადი პრობლემა გამოყო:  1. დაპირისპირება ეკონომიკურ ზრდასა და მატერიალური კეთილდღეობის განაწილებას შორის (ნაციონალური სიმდიდრის  კონცენტრაცია ადამიანების ვიწრო წრეში); 2) დაპირისპირება ეკონომიკის ფინანსურ და რეალურ სექტორებს შორის (რეალური სექტორის ჩაგვრა ფინანსური ოლიგარქების მიერ); 3) ეკონომიკური დაპირისპება აშშ-სა და სხვა ქვეყნებს შორის; 4) დაპირისპირება აშშ-ს სახელმწიფოებრივ ტერორიზმსა და ჩაგრული ხალხების საპასუხო ტერორიზმს შორის; 5) კულტურული დაპირისპირება აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის (ევროპას და სხვა ქვეყნებს უბრალოდ თავს ახვევენ ამერიკის  პლებეურ მასოვბრივ კულტურას); 6) დაპირისპირება აშშ-სა და აზიის ქვეყნებს შორის,სადაც ანტიამერიკული ალიანსი ყალიბდება.

გალტუნგი აგრძელებდა მუშაობას პროგნოზებზე და როცა ჯორჯ-ბუში-უმცროსის პრეზიდენტობისას ამერიკამ ერაყში ომი დაიწყო, გალტუნგმა ამას უგუნური ომი დაარქვა და საკუთარ პროგნოზებში შესწორება შეიტანა. უმცროსი ბუშის  „პირადი ძალისხმევით“ ამერიკის საბოლოო კრახი 2025 წელს კი არა 2020 წელს დაიწყება - განაცხადა ნორვეგიელმა.

როცა 2016 წელს თეთრ სახლში დონალდ ტრამპი მოვიდა, იოჰან გალტუნგმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტი კი არ გადაწევს, არამედ კიდევ უფრო დააჩქარებს Pax Americana კრახს. ამიტომ დასასრულის თარიღი კვლევ 2020 რჩება. ამერიკაში გალტუნგი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, ამერიკისადმი დამოკიდებულების გამო მას „ფარულ კომუნისტსაც“ ეძახდნენ. ამერიკის ხელისუფლებაში მომუშავე ოფიციალურ ექსპერტებს ისიც აღელვებდათ, რომ გალტუნგი არც თუ კარგად მოიხსენიებდა ცნობილ საბჭოთა დისიდენტებს - ანდრეი სახაროვს და ალექსანდრე სოლჟენიცინს, რომლებიც მისი აზრით, თავისი დიდი როლი ითამაშეს საბჭოთა კავშირის დაშლაში. ახლა ასეთ დისიდენტად დონალდ ტრამპი გამოდის.

დღეს, გალტუნგის ამერიკასთან დაკავშირებული პროგნოზებისადმი ინტერესი ამერიკაშიც გაიზარდა-  დადგა  2020 წელი, ამერიკაში დაიწყო  უმწვავესი „ვირუსულ-ეკონომიკური“ კრიზისი, რომელმაც შეიძლება ძალიან დაასუსტოს ამერიკის პოზიცია მსოფლიოში. ნორვეგიელი თავის პროგნოზს არ უარყოფს. არსებული კრიზისი, მისი აზრით წლის ბოლომდე ამერიკის კრახს გარდაუვალს ხდის.

აღსანიშნავია, რომ იოჰან გალტუნგი 2013 წელს საქმიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა.

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.