USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი საქართველოს შესახებ
თარიღი:  1420
1899 წელს ნორვეგიელმა მწერალმა კნუტ ჰამსუნმა საქართველოში იმოგზაურა და რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა. მოგზაურობამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ჩანაწერებიდან:
"უცებ, გზის მკვეთრ მოსახვევთან, ხელმარჯვნივ, ხეობა გაიხსნა და თვალწინ აღიმართა ყაზბეგი-თავისი მზეზე მოლაპლაპე მყინვარით. სულ ახლოსაა, ხელის გაწვდენაზე, მშვიდი, უსასრულო, მდუმარე. უცნაური გრძნობა გვეუფლება: მთა-გოლიათი გამოეყო სხვა მთებს, ახლოს მოვიდა და გვიყურებს-როგორც სხვა სამყაროდან გადმოსული არსება. ჩამოვხტი ეტლიდან, ხელით ჩავაფრინდი ეტლის კიდეს და ვუყურებ ყაზბეგს. თავბრუ მეხვევა, თითქოს მოვწყდი მიწას, თითქოს გრიგალმა ამიტაცა, წავედი მაღლა-მაღლა და ღმერთის პირისპირ აღმოვჩნდი… ადრეც ვყოფილვარ მთებში, მაგრამ არსად მიგრძნია, რომ ფეხქვეშ მიწა გამომცლოდეს. მე, რომელსაც ბევრი სხვა ადამიანისაგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კიდევ არ მაქვს ურთიერთობა ღმერთთან გარკვეული, ვზივარ აქ და ღმერთსა და მის ქმნილებაზე ვფიქრობ. ახლა, გონებით მოუწვდომელ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. ეს უძველესი მხარე, სადაც დამნაშავეებს ასახლებდნენ, თურმე ყველაზე განსაცვიფრებელი მხარე ყოფილა დედამიწაზე. ვიძირები საკუთარ თავში და ნეტარებისგან ათრთოლებული, ხმამაღლა ვლაპარაკობ
მთვარე უკვე გამოჩნდა ცაზე, თუმცა ჯერ დღის ხუთი საათია. მზე და მთვარე ერთად ანათებს. თბილა. ეს ქვეყანა ადრე ნანახ არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს. და კვლავ იმავეს ვფიქრობ-შემეძლო, მთელი სიცოცხლე აქ გამეტარებინა. ისე დაბლა დავეშვით, რომ კვლავ გამოჩნდა ვენახი, ტყეში-კაკლის ხეები. მზე და მთვარე კაშკაშებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან. ბუნების ზღაპრული სილამაზე ადამიანს თრგუნავს. ისიც კი, ვინც აქაურია და ყოველდღე უყურებს ამ სილამაზეს, გაკვირვებას ვერ მალავს.. აქ მცხოვრები ხალხისთვის უცნობია ნიუ-იორკის ბირჟის ავადმყოფობა-კირსის აწევა და დაცემა. აქაურის ცხოვრება იპოდრომზე გამართულ დოღს არ ჰგავს. განა შეიძლება იმის მტკიცება, რომ ევროპელი და იანკი კავკასიელზე მაღლა დგანან? ღმერთმა უწყის. ეს ისეთივე სადავო საკითხია, რომ უფლის მეტი ამაზე პასუხს ვერავინ გასცემს
თვითონ უფალმა აქაურ სოფლებს და ველებს მთების სახით საიმედო დაცვა დაუყენა. ყიველი სოფელი ერთმანეთისგან გადაბმული სახლების კომპლექსია, სახლები კლდეშია გამოძერწილი. აქ არც ქუჩაა და არც გზა, სახლი სახლს კიბით უკავშირდება, თითქოს თაროებიაო, კლდეზე კიდია ერთიმეორის მიყოლებით
ვუახლოვდები თფილისს. გზა სულ მტკვრის ნაპირს მიჰყვება. მტკვარი დიდი და ლამაზი მდინარეა… შორიდან გამოჩნდა ტიფლისი-თითქოა წერტილებია მიმოფანტულიო, რაღაც თავისებური სამყაროა. თავზე ბურუსი ადგას. აი ისიც-ქალაქი, რომლის შესახებ წერდნენ რუსი პოეტები, ქალაქი, რომელიც ბევრ რუსულ რომანშია ნახსენები. უცებ ჭაბუკად ვიგრძენი თავი, განცვიფრებული აქით-იქით ვიყურები და საკუთარი გულისცემა მესმის
ამაზე გასაოცარი და შესანიშნავი ზღაპარი ჩემს ცხოვრებაში აღარასოდეს იქნება. ეს სხვა სამყაროა, სადაც ხალხი უფრო ლამაზია, ღვინო-უფრო წითელი და მთები-უფრო მაღალი: და მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს ღმერთი ცხოვრობს მუდამ.”
თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის