USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია განხორციელდება
Date:  626

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, უახლოეს მომავალში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაციას გეგმავს.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებას ისახავს მიზნად.

„პროექტის ფარგლებში, გზაჯვარედინზე დროის ოპტიმალური მართვის უზრუნველსაყოფად, დაემატება საავტომობილო ზოლები, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით კი მარცხნივ მოხვევა, შუქნიშნით დარეგულირდება. გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულსა და ორგანიზებულს გახდის. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოძრაობის გამარტივებას, უსაფრთხოების ამაღლებას, სატრანსპორტო და ქვეითების ნაკადების ეფექტურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში, სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, დაგეგმილია „ჭკვიანი“ შუქნიშნების პროექტის განხორციელება, რომელიც დაწყებულია და როდესაც დასრულდება, ხელს შეუწყობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას და გაზრდის გამტარუნარიანობას.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა. მათ შორისაა, სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა.

„თბილისში საცობები სერიოზული პრობლემაა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს. ქუჩებისა და გამზირების რეაბილიტაციის პარალელურად, მაქსიმალურად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, საავტობუსო ზოლები გავაკეთოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს. ცხადია, ყველა ქუჩაზე შეუძლებელია ამის გაკეთება, მაგრამ სადაც კვლევების შედეგად დადგინდება, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველგან ვაკეთებთ. გარდა ამისა, იქმნება საფეხმავლო ბილიკები, ზებრა გადასასვლელები, უსაფრთხოების კუნძულები; სადაც შესაძლებელია, ემატება საავტომობილო ზოლები, რათა ქალაქში გადაადგილების პრობლემა მოიხსნას და რაც მთავარია, აჩქარდეს.

მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ამუშავებს საგზაო მოძრაობის ორგანიზების არაერთ სქემას. უკვე განხორციელდა სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია იალბუზის ქუჩისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს კვეთის მიმდებარედ, სადაც ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევები ფიქსირდებოდა. სატრანსპორტო კვანძზე მოეწყო დამცავი კუნძულები, შეიქმნა საფეხმავლო კავშირი და მტკვრის მარცხენა სანაპირო მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, განხორციელდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ვეფხისა და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ არსებული სატრანსპორტო კვანძის ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც, გზაჯვარედინის გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა. დაიხაზა ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნები, შეიცვალა შუქნიშნის მაჩვენებლები, ტერიტორიას დაემატა საავტომობილო ზოლებიც.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way