USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა
თარიღი:  1341

სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება და სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარები ქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და გზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას.

გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით უსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება. პროექტის ჯამური ღირებულება ორი მილიონი ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის