USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
ცნობილი უროლოგი დავით ქოჩიაშვლი, მისი კოლეგების დასახმარებლად, პირადი დანაზოგიდან 10000 ლარს რიცხავს სამთავრობო ფონდში
თარიღი:  26800

ცნობილი უროლოგი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღანელი დავით ქოჩიაშვილი  სოციალურ ქსელში აქვეყნებს გამოწვევა-განცხადებას, სადაც ის მადლობას უხდის მის კოლეგებს, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემისათნ ბრძოლაში არიან ჩართული და თავისი პირადი დანაზოგიდან 10.000 ლარს რიცხავს სამთავრობო ფონდში მათ მხარდასაჭერად.

. " ჩემო ძვირფასო კოლეგებო! (გამოწვევა)
ქართველმა ექიმებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს უმაღლესი პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ ერთგულება, თავდადება, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვის სიცოცხლეზე უანგარო ზრუნვა.

ფინანსური დაინტერესების გარეშე 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. დღეს ასეულობით მედპერსონალი: ექიმები, ექთნები, სანიტრები დგანან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩადიან გმირობის ტოლფას საქმეს რუდუნებით, დაუმადლებლად მთელი საქართველოს მასშტაბით. მათი ფინანსური უზრუნველყოფისა და პრემიერ გიორგი გახარიას უბადლო და შესაშური საქმიანობის , ორგანიზებულობის მხარდაჭერის მიზნით სამთავრობო ანგარიშზე ვრიცხავ 10.000 ლარს პირადი დანაზოგიდან, რომელიც ჩემი შრომის შედეგია. ვინ იქნება შემდეგი"

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის