USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ნობელის პრემიის ლაურეატები მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს, არ აღიარონ პუტინი კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად
თარიღი:  631

ნობელის პრემიის 40-მა ლაურეატმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ გაზარდონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და არ აღიარონ ვლადიმერ პუტინი რუსეთის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად. 

"პუტინის რეჟიმმა აჩვენა, რომ ის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას"- ნათქვამია გამოცემა T-Invariant-ის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომი და ოპოზიციონერ ალექსენი ნავალნის მკვლელობა საფრთხეს ახალ დონეზე აყენებს, რადგან პუტინის რეჟიმი ვეღარ ხედავს რაიმე შეზღუდვას ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაზე.

თუ მსოფლიო ლიდერები უარს იტყვიან პუტინის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტად აღიარებაზე, ეს "მსოფლიოს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის, რომ ის აღარ შეიძლება ჩაითვალოს "პარტნიორად", - ამბობენ მეცნიერები.

ისინი ასევე მოითხოვენ უკრაინის დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას, რომელმაც "უნდა მოიგოს და არა უბრალოდ "არ წააგოს" ომში, ასევე რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერას, რუსების, რომლებსაც თავშესაფარი სჭირდებათ ომის საწინააღმდეგო პოზიცის გამო, ასევე, რუსეთის დემოკრატიული ანტიპუტინური ორგანიზაციების, მათ შორის დამოუკიდებელი მედიის.

ხელმომწერთა შორის არიან მეცნიერები, ეკონომისტები და მწერლები, მათ შორის არიან ბელარუსი სვეტლანა ალექსიევიჩი და უკრაინელი უფლებადამცველი ალექსანდრა მატვიჩუკი.

https://www.t-invariant.org/

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის