USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
"ნობელიანტები": პაულ ერლიხი - მსოფლიოს ათაშანგისგან (სიფილისი) მხსნელი
Date:  1663

ნობელის პრემიის ლაურეატები: პაულ ერლიხი ათაშანგისაგან (სიფილისისაგან) მხსნელი

რუბრიკა „ნობელიანტების“ დღევანდელი გმირი ილია მეჩნიკოვის ოპონენტი, ჰემატოენ­ცეფა­ლური ბარიერის აღმომჩენი, პირველი ქიმიოთერაპიული პრეპარატის, თანამედროვე იმუნოლოგიური ტერმილოლოგიის  და იმუნიტეტის თეორიის შემქმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი და პრემიაზე იდევ რამოდენიმეჯერ ნომინირებული პაულ ერლიხია.

პაულ ერლიხი

დაიბადა 1854  წლის 14 მარტს ქ. შტრელინგში, სილეზია.

გარდაიცვალა 1915 წლის 20 აგვისტოს ბად-ხომბურგში,გერმანია.

1908  წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა დ მედიცინაში (ილია მეჩნიკოვთან ერთად). ნობელის პრემიის კომიტეტის ფორმულირება: „იმუნიტეტთან დაკავშირებული მათი შრომებისთვის“.

 

ერლიხი ლაბორატორიაში

მედიცინის თანამედროვე ეპოქას შეიძლება ფარმაკოთერაპიის ან ქიმიოთერა­პიის ეპოქა ვუწოდოთ. პათოგენებთან ბრძოლის უფრო წარმატებული მეთოდი ჯერ არ არის გამოვლენილი. მედიცინაში ამ მცნების პირველი შემომტანი და სიფილისისთვის „ჯადოსნური ტყვიის“ შემქმნელი გახდა ჩვენი დღევანდელი გმირი. მაგრამ  პრემია მან სულ სხვა რამისთვის მიიღო. მეოცე საუკუნის დასაწყისის ყველა მეცნიერის მსგავსად ერლიხი სხვადასხვა საკითხებს იკვლევდა და წარმატებასაც აღწევდა. სისხლის უჯრედების შესწავლაში ლამაზი „წერტილის“ გარდა, სწორედ მას ეკუთვნის იმუნოლოგი­ისათვის ფუნდამენტური, „გვერდითი ჯაჭვების თეორია“ და ჰემატოენცეფალური ბარიერის ცნება.

მეცნიერმა არც თუ ხანგრძლივი, მაგრამ უკიდურესად ნაყოფიერი ცხოვრებით იცხოვრა. დაიბადა პოლონეთის პატარა ქალაქში, სადაც მამამისს სასტუმრო და დუქანი ქონდა. ხალისიანი ბუნების წყალობით ერლიხი ადვილად პოულობდა საერთოს სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, ამიტომ ნაცნობები თვლიდნენ რომ მამის საქმეს გააგრძელებდა. ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა. მეცნიერებისაგან შორს მდგომი მშობლე­ბის ვაჟი ბაბუის გავლენის ქვეშ მოექცა. ბაბუა მამის მხრიდან ადგილობრივ უნივერსიტე­ტში ფიზიკას და ბოტანიკას ასწავლიდა.

საბოლოოდ მეცნიერებისადმი ინტერესი ახალგაზრდა ჰისტოლოგს დედის ბიძა­შვილმა ბაქტერიოლოგმა კარლ ვეიგერტმა გაუღვია, მან პირველმა ჩაახედა პაული ცოცხალი ქსოვილების და ანილინის საღებავების საიდუმლო სამყაროში. ანილინის საღებავებთან მუშაობა კარლ ვეიგერტმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო.

ნაწილობრივ ამაში დამნაშავე იყო წიგნი, რომელიც ერლიხმა ბრესლაუს (თანამედროვე ვროცლავი) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარების მერე წაიკითხა. წიგნში საუბარი იყო სხვადასხვა ქსოვილებში ტყვიის განაწილების თავისებუ­რებაზე და ახალგაზრდა კაცს მაშინვე გაუჩნდა ინტერესი „ორგანიზმში და მის უჯრედებ­ში ნივთიერების განაწილების ხასიათისა და მეთოდების“ მიმართ. მედიცინის შესწავლის მომდევნო წლებში სწორედ ამ საკითხების კვლევით იყო დაკავებული.

საინტერესოა, რომ უნივერსიტეტებში (გარდა მშობლიური უნივერსიტეტისა ის სტრას­ბურგის და ლეიპციგის უნივერსიტეტებშიც სწავლობდა) ერლიხი ტიპიურ ოროსნად ითვლებოდა,ისევე როგორც ნიუტონი, აინშტაინი და სხვა გენიოსები. როგორც ჩანს ისინი ერთნაირად ფიქრობდნენ: რატომ უნდა დავხარჯოთ დრო იმაზე რაც არ არის საინტერესო, როცა შეიძლება უფრო მნიშვნელოვან რამის ნახვა. გვამები და მკურნალობა არასოდეს ანიტერესებდა ერლიხს, მაგრამ საღებავები....

სწავლის განმავლობაში პაულმა სხვადასხვა უჯრედებთან სპეციფიური კავში­რის მქონე ბევრი ახალი საღებავი ნივთიერება შეიმუშავა და 1878 წელს დიპლომის მიღებისას უკვე საკმაოდ ცნობილი მეცნიერი იყო. მოლეკულის უნიკალური სამგანზომილებიანი  „ხედვა“ დაეხმარა საღებავების გარკვეულ ქსოვილებთან კავშირის დადგენაში და საშუალება მისცა 1879 წელს გამოექვეყნებინა კვლევები  სისხლის აპკების შეღებვის შესახებ. მკვლევარი მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო.

ყველაფერი რაც საჭირო იყო ჰემატოლოგიის სრულფასოვანი არსებობისათვის ჩვენმა გმირმა ასე აღმოაჩინა: მან გამოაცალკევა თეთრი უჯრედების პოპულაცია (აგრანულოციტები - უჯრედები გრანულების გარეშე; გრანულოციტები - უჯერდები რომლებიც ციტოპლაზმაში სპეციფიურ გრანულებს შეიცავენ) არა მხოლოდ ერთმანეთისაგან არამედ შიგნითაც. მისი წყალობით ვიცით, რომ არსებობს ლიმფოცი­ტები,რომლებიც არ შეიცავენ გრანულებს (შემდგომში გაირკვა რომ ისინი იყოფა В-, Т- და NK- უჯრედებად), ხოლო გრანულოციტები, თავის მხრივ რამდენიმე ტიპად იყოფა, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები.

 

გრანულოციტი

ერლიხის ყურადღებას კიდევ ერთი დეტალი იქცევდა. ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც ის მუშაობდა არავინ უშლიდა სხვადასხვა კვლევების ჩატარებას, მათ შორის დაავადების პათოგენების შეფერვასთან დაკავშირებული კვლევების. მას გაუჩნდა „ჯადოსნური ტყვიის“ იდეა.  „ თუ არსებობს ისეთი საღებავი, რომელიც ღებავს მხოლოდ ქსოვილს, უნდა არსებობდეს ისეთიც, რომელიც შეღებავს მხოლოდ ორგანიზმში მოხვედრილ მიკრობებს“ - მსჯელობდა ერლიხი. შესაბამისად თუ არსებობს საღებავი რომელიც მხოლოდ მიკრობებს შეღებავს, უნდა არსებობდეს ნივთიერება, რომელსც მხოლოდ მათი განადგურების უნარი ექნება. და სრულიად შესაძლებელია ასეთი გამანადგურებელი ერთ-ერთი საღებავი აღმოჩნდეს.

„ვირტუოზი -მღებავის“ და ბერლინის ფრიდრიხ ფონ ფრერიხსის  საავადმყოფოს „შარიტეს“ მთავარი ექიმის სტატუსით ერლიხი ეცნობა იმ დროისათვის უკვე ცნობილ რობერტ კოხს, რომელმაც 1882 წელს აღმოაჩინა ტუბერკულიოზის გამომწვევი ჩხირი. ერლიხმა კოხს ჩხირების შეღებვის გაუმჯობესებული მეთოდი შესთავაზე (მეთოდი, რომელსაც დღესაც იყენებენ) აქედან დაიწყო მათი მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა,

 

რობერტ კოხი მისი პრემიის 100 წლისთავისთვის გამოცემულ საფოსტო მარკაზე

 1888 წელს ავადმყოფობის გამომწვევ ბაცილაზე მორიგი ექსპერიმეტის დროს პაული დაინფიცრდა და ოჯახიც დააინფიცირა. მეუღლესთან ხედვიგა პინკუსთან და ორ ქალიშვილთან ერთად იძულებული გახდა სამკურნალოდ ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. მშრალი და ცხელი კლიმატი საუკეთესო იყო განკურნებისთვის. ეგვიპტეში ოჯახმა ორი წელი დაყო.

ერლიხის არყოფნის პერიოდში გაჩაღებული ინტრიგების შედეგად მეცნიერი კლინიკა შარიტეში დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, რაც 1890 წელს ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ გაიგო. მეცნიერული კვლევები უმუშევრად დარჩენილმა ერლიხმა საკუთარ ლაბორატორიაში გააგრძელა, რომლის მითვისებაც საბედნიეროდ ვერ შეძლეს. კოხმა დახმარება შესთავაზა და თავის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში მიიწვია. ამავე დროს ერლიხი ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორიც გახდა.

კლინიკა შარიტე

 „ინფექციურმა“ წარსულმა ანტი-დიფტერიული შრატის შემქმნელს ფონ ბერინგს (1901 წლის ნობელის ლაურეატი) შეახვედრა. დასაწყისში ვაქცინაცია, რომლის თანდათა­ნობით მზარდ დოზას თაგვები ტოქსინისაგან უნდა დაეცვა, საიმედო შედეგს არ იძლეოდა. ერლიხმა იპოვა შრატის ეფექტურობის გაზრდის მეთოდები: ცხენებისთვის დიფტერიის ტოქსინის  განმეორებით მანამდე შეეყვანათ, ვიდრე არ მიიღებდნენ აუცილებელი კონცენ­ტრა­ციის ანტიტოკსინს.  კვლევების  შემდეგ კი ერლიხი მისი მასიური წარმოების ორგანი­ზებაში  დაეხმარა ბერინგს.

ერლიხი და ბერინგი საფოსტო მარკაზე

 „ცოცხალი პროტოპლაზმა უნდა შეესაბამებოდეს გიგანტურ მოლეკულას, რომელიც ჩვეულებრივ ქიმიურ მოლეკულებთან ისე ურთიერთქმედებს, როგორც მხე უმცირეს მეტეორიტებთან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცოცხალ პროტოპლაზმაში, სპეციალური სტრუქტურის მქონე ბირთვი  პასუხისმგებელია უჯრედის სპეციფიურ თვისებებზე და ამ ბირთვთან, გვერდითი ჯაჭვების მსგავსად მიმაგრებულია ატომები და მათი კომპლექსები - წერდა ერლიხი.

აქედან წამოვიდა იდეა უჯრედებში სპეციფიური, პათოგენებთან დაკავშირების უნარის მქონე რეცეპტორების შესახებ. მეცნიერმა კვლევები გააღრმავა და 1897 წელს პირველი თეორია წარადგინა. ის თვლიდა, რომ უჯრედის გარეთ არსებულ ამ გვერდით ჯაჭვებს  (რომლებსაც მოგვიანებით რეცეპტორებს უწოდებენ) გარემოში ამა თუ იმ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირების უნარი შესწევთ. ზოგიერთ მათგანს ტოქსინებთან  შეერ­თება შეუძლია, რომლებსაც მიკროორგანიზმები გამოყოფენ. ეს კაავშირი „კლიტე-გასაღების“ პრინციპს ემყარება (40-იან წლებში ეს აღმოჩენა ლაინუს პოლინგმა დაადასტურა). ტოქსინებთან დაკავშირებული უჯრედი იწყებს გარდაქმნას  და „გვერდით ჯაჭვებს“ გამოყოფს  უჯრედშორის სივრცეში, სადაც ისინი თავისუფლად შეუერთდებიან ტოქსინებს, მოახდენენ მის ნეიტრალიზებას და „დაიცავენ“ სხვა უჯრედებს და ორგანიზმს მთლიანად. ერლიხმა სახელიც კი ნაცმობი მისცა ამ ჯაჭვებს  - Antikörper ანუ ან­ტი­სხეულები. მისი თეორია ძალიან გავს დღეს ცნობილ ჰუმორული იმუნიტეტის მექა­ნიზმს, რომელიც В-უჯრედებით გამომუშავებული ანტისხეულებს ეყრდნობა.

იმუნიტეტის ასეთი თავისებური თეორია ერლიხსა და მეჩნიკოვს შორის მწვავე კამათის მიზეზი გახდა:  რუსეთიდან ემიგრირებული მეჩნიკოვი თვლიდა რომ მთლიან იმუნიტეტს უზრუნველყოფენ ფაგოციტები, ერლიხი შეუპოვრად ამტკიცებდა, რომ მთავარ როლს ანტისხეულები ასრულებენ. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ორივე მართალი იყო. ერლიხის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან ანტისხეულების, პათოგენების და უჯრედების ურთიერთკავშირი პირველმა წარმოადგინა ქიმიური რეაქციების სახით .

ილია მეჩნიკოვი

როგორც ჩანს ნობელის კომიტეტი არსებობის დასაწყისში თავის ერთ-ერთ ამოცანად დაპირისპირებული მოწინააღმდეგეების შერიგებას თვლიდა. ასე 1906 წელს პრემია მიიღეს შეურიგებელმა ოპონენტებმა კამილო გოლჯიმ და სანტიაგო რამონ-ი-კახალმა (თა­ნა­­მედროვე ნეირომეცნიერების ფუძემდებლები). ალბათ ამ პრინციპით იხელ­მძღვანელა ნობელის კომიტეტმა, როცა 1908 წელს პრემია თანამედროვე იმუნოლოგიის ფუძემდებ­ლებს - მეჩნიკოვს და ერლიხს გადასცა. ერლიხი სულ 76-ჯერ იყო ნომინი­რებული. საინტერესოა რომ ბევრი  ნომინაცია 1908 წლის შემდეგ იყო, მათ შორის ერთი ნომინაცია ქიმიაში.

მოგვიანებით ერლიხი შტეგლიცში (ბერლინის გარეუბანი) შრატების შემუშავების და კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტში დირექტორად მიიწვიეს, რომელიც 1899 წელს  მაინის ფრანკფურთის ექსპერიმენტული სეროთერაპიის (ლათ. serum შრატი, ბერძნ. therapeia მკურ­ნა­ლობა) ინსტიტუტად გარდაიქმნა. დღეს ეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს - Paul-Ehrlich Institut.

მკვლევარს არ ასვენებდა „ჯადოსნური ტყვიის“ იდეა. იაპონელ ასისტენტთან სახაშირო ხატასთან ერთად 500-ზე მეტი საღებავი გამოცადა, ტრიპანოსომების - ძილის დაავადების პათოგენის წინააღმდეგ ეფექტური საშუალების მოლოდინში. ერთხელაც ქიმიური ჟურნალის კითხვისას ძილის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატს -ატოქსილს ანუ „არაშხამიანს“ (ლათინურიდან თარგმანი) წააწყდა, რომელიც ავტორების თქმით წარმატებით კურნავდა ავადმყოფებს.

პრეპარატის დამუკიდებელი შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს რომ სახელი ატოქსილი ტყუოდა. მის შემადგენლობაში შემავალი დარიშხანს მხედველობის ნერვზე კოლოსალური ტოქსიკური ზემოქმედება ქონდა. ეხმარებოდა რა ავადმყოფებს გამოჯან­მრთელებაში ის მათ მხედველობას ართმევდა. რამოდენიმე წელი გახდა საჭირო ვიდრე მის  მეტ-ნაკლებად ეფექტურ და ნაკებად ტოქსიკურ ანალოგს - არსენოფენილ­გლიცინს მიაგნებდნენ.

1905 წელს ხოფმანმა დაადგინა, რომ სიფილისს  სპეციფიური მიკრობი -სპიროქეტა იწვევდა (აგებულებით ტრიპანოსომის მსგავსი). ერლიხმა მის წინააღმდეგ „ჯადოსნური ტყვიის“ ძებნა დაიწყო და 1909 წელს ატოქსილიდან გამოყო ნივთიერება №606, რომელსაც არსფენამინი ან სალვარსანი უწოდა. მაგდებურგის ჰოსპიტალში ჩატარებული პირველივე კლინიკური გამოცდებისას ნივთიერებამ სიფილისის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობა გამოავლინა. ამგვარად სალვარსანი მედიცინის ისტორიაში ქიმიოთერაპიის პირველი პრეპარატი გახდა. სიფილისის სამკურნალო საშუალების აღმოჩენის შესახებ ერლიხმა 1910 წელს განაცხადა და იმ დღიდან პრეპარატმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. მაგალითად რუსეთში მას უკვე იმავე წელს იყენებდნენ.  

ძალიან მალე გაირკვა, რომ თუ პაციენტს არასაკმარის სალვარსანს მისცემენ, სპიროქეტა პრეპარატის მიმართ მდგრადობას გამოიმუშავებს. ამგვარად ერლიხმა მედიკამენტის მიმართ მდგრადობა აღმოაჩინა და ახალი, უფრო ეფექტური პრეპარატი -ნეოსალვარსანი შექმნა. ერლიხის წინააღმდეგ ატეხილი აურზაური ძალიან ძლიერი იყო, ამასთან პირველი მსოფლიო ომიც დაიწყო და მეცნიერის მგრძნობიარე გულმა ვეღარ გაუძლო: 1915 წლის 20 აგვისტოს ის ინსულტით  ანუ როგორც მაშინ წერდნენ აპოპლექსიური დარტისგან გარდაიცვალა.

უნდა ავღნიშნოთ ერლიხის კიდევ ერთი აღმოჩენა, რომელიც მან სალვარსანზე მუშაობისას გააკეთა. ამ აღმოჩენამ ფარმაკოლოგიას ჯერაც გადაუწყვეტი ამოცანა დაუსვა. ლაბორატორიულ ცხოველებში ერლიხს ტოქსიკური საღებავები შეყავდა. გაკვეთისას ჩანდა რომ იღებებოდა ყველა ქსოვილი ტვინის გარდა. თავიდან მან გადაწყვიტა, რომ ვინაიდან ტვინი ძირითადად ლიპიდებისაგან შედგება, ის უბრალოდ არ იღებება. შემდგომმა ცდებმა აჩვენა, რომ თუ საღებავს სისხლში შევიყვანთ, მაქსიმუმი რის შეღებვასაც ის შეძლებს არის თავის ტვინის პარკუჭების ქოროიდული სისხლძარღვთა პლექსი. მაგრამ თუ საღებავს ცერებროსპინალური სითხეში ლუმბალური პუნქციის საშუალებით შეიყვანენ, იღებება ტვინი, ხოლო დანარჩენი სხეული არა. ნათელი გახდა,რომ სისხლსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს წინააღმდეგობა (ბარიერი), რომელის გადალახვაც ბევრ ნივთიერებას არ შეუძია. ასე იყო აღმოჩენილი ჰემატოენცეფალური ბარიერი, რომლიც ჩვენ ტვინს მიკროორგანიზმების და ტოქსი­ნე­ბისაგან იცავს. სწორედ ჰემატოენცეფალური ბარიერი არ უშვებს ქიმიოთერაპიას ტვინში არსებულ სიმსივნეებამდე. ამიტომ პაულ ერლიხის მიერ დასმული ამოცანის გადაჭრას მეცნიერები დღესაც ცდილობენ.

 წყარო:https://indicator.ru/

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way