USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
"ნიუკასლმა" 17 წლის ქართველ თავდამსხმელს კონტრაქტი გაუფორმა
Date:  921

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა ნიუკასლ იუნაიტედმა ოფიციალურად გამოაცხადა დინამო თბილისის თინეიჯერი ფორვარდის, ვახტანგ სალიას ტრანსფერი. დინამოს ფორვარდი “კაჟკაჭებს” 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, როცა 18 წლის გახდება. მანამდე ვახტანგი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის განკარგულებაში დარჩება. 

პოლ მიტჩელი (ნიუკასლის სპორტული დირექტორი): “გახარებულები ვართ, რომ რამდენიმე ტოპკლუბს ვაჯობეთ და ვახტანგი გავიფორმეთ. ახალი ტალანტების მოძიება და მათი გადმობირება, აუცილებელი რგოლია, თუ გვსურს კლუბს მდგარდი, წარმატებული მომავალი ჰქონდეს. მით უფრო, ბაზარზე არსებული ულმობელი კონკურენციის გათვალისწინებით. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას, როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც იდეალურად შეეწყობიან მომავალში პირველ გუნდს. ჩვენ მოუთმენლად ველით, როდის დავიწყებთ ვახტანგთან ერთად მუშაობას, მანამდე კი მას წარმატებას დინამო თბილისის რიგებში ვუსურვებთ”.

მიმდინარე სეზონში 17 წლის სალია ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. ფერდინანდ ფელდჰოფერის გუნდი კარგად არ გამოიყურება, თუმცა სალია ეფექტური თამაშითა და მეტოქის საჯარიმოში შექმნილი მომენტების სიმრავლით მაინც გამოირჩევა.

ვახტანგ სალია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2023 წელს ჰქონდა. მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში 7 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდა შემტევს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში 1 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ 1997-2000 წლებში ნიუკასლ იუნაიტედის ღირსებას თემურ ქეცბაია იცავდა - 78 თამაში, 8 გოლი.ამ გუნდის მაისურით 7 თამაში ჩაატარა ზურაბ ხიზანიშვილმაც.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way