USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ნიუ ორკის მერი ბილ დე ბლასიო - თუ აცრილი ხართ, თქვენთვის ყველაფერი ღია იქნება
дата:  892

ნიუ-იორკი პირველი ქალაქი გახდა აშშ-ში, სადაც რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და სხვა მსგავს ობიექტებში კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესვლა შეუძლებელი იქნება. - განაცხადა ქალაქის მერმა ბილ დე ბლასიომ.

ნიუ-იორკის მთავრობის პოლიტიკის მიხედვით, 13 სექტემბრიდან, მოქალაქეს სულ მცირე ერთი დოზა ვაქცინა მაინც უნდა ჰქონდეს გაკეთებული, რესტორნების და სხვა გასართობი დაწესებულებების სერვისებით სარგებლობა რომ შეძლოს.

„დროა ადამიანებმა დაინახონ რომ ვაქცინაცია აუცილებელია ნორმალური, სრულყოფილი და ჯანსაღი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

“თუ აცრილი ხართ, ყველაფერი ღია იქნება თქვენთვის. თუმცა, თუ აუცრელი ხართ, სამწუხაროდ, ბევრგან შესვლა შეზღუდული იქნება თქვენთვის“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ნიუ-იორკის მოსახლეობის დაახლოებით 60% უკვე აცრილია სულ მცირე ერთი დოზით.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати