USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ნიუ იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა
дата:  1148

ნიუ იორკშიბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვეფხვს, სახელად ნადიას, ასევე მის დას, აზულს, კიდევ ორ ვეფხვს და სამ აფრიკულ ლომს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ. ცხოველებს მადა დაუქვეითდათ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, მათ ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც ამ დრომდე უსიმპტომოა.

 
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати