USD 2.7234
EUR 3.1695
RUB 3.5031
თბილისი
ნიუ-იორკ თაიმსი: კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო
თარიღი:  1075

გაზეთ The New York Times-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაქო და აღნიშნა, რომ ქართველი გარემარბის „ანარქიულმა სტილმა“ იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია.

„ხვიჩა კვარაცხელიას ანარქიულმა სტილმა იტალიური ფეხბურთი შტურმით აიღო და „ნაპოლი“ ტიტულის პრეტენდენტად აქცია. რაც მთავარია, მან ფეხბურთი კვლავ მხიარული გახადა“, - ნათქვამია სტატიაში სათაურით „კვარადონას მყისიერი ლეგენდა“.

გაზეთი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ხუთი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორი გოლი გაიტანა, რაც დაეხმარა გუნდს ადვილად გასულიყო შემდეგ ეტაპზე იმ ჯგუფიდან, რომელშიც ლივერპული და აიაქსი არიან.

სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ „იშვიათობის გრძნობას“, რომელიც მათი აზრით, კვარაცხელიას მიმზიდველობის ძირია.

„კვარაცხელია მოთამაშეა, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთი - თავისი ინდუსტრიალიზებული ახალგაზრდული სისტემებითა და სტილისტური შაბლონებით - აღარ აწარმოებს“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია ჰაერიდან არ გამოჩენილა და კონტინენტის მასშტაბით უამრავმა მთავარმა გუნდმა იცოდა მისი ტალანტის შესახებ, სანამ ის რუსეთში იყო, კერძოდ, მას ,,იუვენტუსი“ და ,,ტოტენჰემი“ აკვირდებოდნენ, ხოლო ,,ნაპოლი“ კი მას ორი წლის განმავლობაში ადევნებდა თვალს.

„ბოლო პერიოდში ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა და ეს კიდევ სხვა ფაქტორების დამსახურებაა. როდესაც ლევან კობიაშვილმა 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ქვეყანა FIFA-ს რეიტინგში, დაახლოებით 150-ე ადგილზე იყო, ამჟამად ის 78-ე ადგილზეა. თუმცა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო მათი სპექტაკლი ერთა ლიგაზე. საქართველო ორჯერ დაწინაურდა - თავდაპირველად ტურნირის ყველაზე დაბალი დონიდან მესამეზე, შემდეგ კი, ამ ზაფხულს, მეორე დივიზიონში - რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის შემდეგ გათამაშებაში ინგლისისთან ერთად ითამაშებს“, - ნათქვამია სტატიაში.

„ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას, რომ ეს მანია ასე სწრაფად და ასე შორს გავრცელდებოდა. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ, 21 წლის გარემარბის პოპულარობა საქართველოდან შორს გავრცელდა. რამდენიმე კვირაში მან იტალიური ფეხბურთი მოხიბლა და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ვარსკვლავი გახდა. ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელიას სტრატოსფერული უწოდა. არიგო საკი, იტალიისა და ,,მილანის“ ყოფილი მწვრთნელი, სიტყვა დამანგრეველს ანიჭებს უპირატესობას. მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, ალესანდრო დელ პიერო, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური კადრია შემტევი მოთამაშეების ხარისხის შესაფასებლად, ვარაუდობს, რომ კვარაცხელია თითქოს ევროპაში სათამაშოდ იყო შექმნილი. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი აღიარება ,,იუვენტუსის“ ყოფილ თავდამსხმელს, ფაბრიციო რავანელს ეკუთვნოდა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი კვარაცხელიას ტყვეობაში იყო და მისი მსგავსი ფეხბურთელი მსოფლიოში ძალიან ცოტაა“, - წერენ სტატიის ავტორები.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის