USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
„ნიუ-იორკ თაიმსი“ - „ამერიკა ტრამპ-ბაიდენის მატჩის გამეორებას ურწმუნოდ და უარყოფითად უყურებს“
თარიღი:  

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ამერიკა ტრამპ-ბაიდენის მატჩის გამეორებას ურწმუნოდ და უარყოფითად უყურებს“ (ავტორები - რიდეპშტეინი და კენ ბენსინჯერი).

„ამერიკელებს არ სურთ 2020 წლის არჩევნების სცენარის განმეორება, რომლის დროსაც, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენის მწვავე მეტოქეობის გამო, ელექტორატიც ორად იყო გაყოფილი და ერთმანეთს ემუქრებოდნენ.

რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები დემოკრატ ჯო ბაიდენს ძალიან სუსტად თვლიან - როგორც პოლიტიკური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით და ამბობენ, რომ დემოკრატიული პარტია ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ მას პარტიულ პრაიმერიზზე ოფიციალურად დაასახელებენ კანდიდატად.

დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და 91 ბრალდება აქვს წაყენებული.

ამერიკული საზოგადოება რომ ძალიან ცუდად არის განწყობილი, ამაზე სოციოლოგიური გამოკითხვები შედეგებიც მოწმობენ. ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის - დემოკრატიულისა და რესპუბლიკურის - მომხრეები მოჩვენებით და ილუზიურ იმედებს ეჭიდებიან და ხშირად წარმოუდგენელ თეორიებს ავრცელებენ: პირველებს, დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ ჯო ბაიდენის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა.

„ამომრჩევლები, რომლებიც ფიქრობენ - „ღმერთო ჩემო, ოღონდ 2020 წელი არ განმეორდეს“ - მიხვდებიან, რომ ჩვენ წინ კიდევ ერთი სერია გველოდება - იგივე პერსონაჟებით, მგავსი სიუჟეტური ხაზით. ამას უნდა მივეჩვიოთ“, - ამბობს ჩარლზ ფრანკლინი, რომელიც მარკეტის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ინიციატორი იყო.

ზოგიერთი რესპუბლიკელის პროგნოზის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დროს, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ჩიკაგოში უნდა ჩატარდეს, ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატის ოფიციალურ სტატუსს ვერ მიიღებს. ისინი იხსენებენ, როცა 2020 წელს დემოკრატიული პარტიის წამყვანი წევრები სწრაფად გაერთიანდნენ ჯო ბაიდენის ირგვლივ და ისე გააკეთეს, რომ მისი მოწინააღმდეგე - ვერმონტელი სენატორი ბარნი სანდერსი კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩა. ესე იგი, არ არის გამორიცხული, ახლაც მსგავსი რამ მოხდეს, ოღონდ პირიქით - დემოკრატები თავიანთ მოწყვლად თანაპარტიელ ჯო ბაიდენს ზურგს უჩვენებენ.

დემოკრატები კი, რომლებიც შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შანსების გამო, „მაშველ რგოლს“ აშშ-ის სამართლებრივი სისტემის წიაღში ეძებენ და იმედი აქვთ, რომ პროკურორები მის პოლიტიკურ მაქინაციებს შეაჩერებენ - ან ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის, ან უზენაესი სასამართლოს მეშვეობით. დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ უზენაესი სასამართლო მხარს დაუჭერს აშშ-ის ორი შტატის უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მიხედვით, დონალდ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/01/19/us/politics/trump-biden-voters-2024-election.html

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის