USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ნინო წილოსანი ირაკლი ღარიბაშვილს - ბ-ნო პრემიერო, მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80%-ის სახელით მადლობას, რომ შევძელით, მშვიდობის უზრუნველყოფა
თარიღი:  717

რადგან ჩვენი ოპონენტები არ გეტყოდნენ მადლობას, იმისათვის, რომ სანქციების მონიტორინგის ჯგუფმა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი დასკვნა დადო იმის შესახებ, რომ საქართველოს ყველანაირი მექანიზმი აქვს შემუშავებული, რათა სანქციების გვერდის ავლის რისკების იდენტიფიცირება მოახდინოს და არ გახდეს ამის ხელშემწყობი ქვეყანა, მე გეტყვით ამისთვის მადლობას - თქვენ და თქვენს სამთავრობო გუნდს, რომ ძალიან კარგად აწყობილი სისტემაა და დიდი ძალისხმევაა ჩადებული, რომ ქვეყანას არ მიადგეს ჩრდილი და არ გახდეს რეპუტაციული ან სხვა სახის ზიანის მსხვერპლი, მიუხედავად ოპოზიციის წევრების დიდი ძალისხმევისა , - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნინო წილოსანის თქმით, გამაოგნებელი იყო ოპოზიციის მხრიდან პირველ პირში დაზუსტებით მტკიცება, რომ საქართველო აპრიორი არის სანქციების თავის არიდების ხვრელი.

„რადგან აქ ოპონენტები სათანადოდ ვერც მშვიდობას აფასებენ და კმაყოფილებას არც ამაზე გამოხატავენ, უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ, რომ ბომბები გვეცემოდეს თავზე, მე გეტყვით ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტის სახელით მადლობას, რომ შევძელით - თქვენ და ყველამ ერთად მშვიდობის უზრუნველყოფა იმ პირობებში, როცა ირგვლივ 2022 წლიდან მოყოლებული ცეცხლის ალში ვართ გახვეული და ამ პირობებში ძალიან რთულია დაიცვა სამშობლო განადგურებისგან, ჩვენი შიდა თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, ეს შევძელით",- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ოპონენტები ასევე არ აღნიშნავდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წლიდან წლამდე უფრო მაღალ სტანდარტს აღწევს და ზედიზედ მეორე წელს მიღწეულია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

მისივე განცხადებით, 2022 წელს სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და ასევე ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობაც.

„სოფლის მეურნეობაში - 2022 წელს აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით ზრდა იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ზოგადად ეკონომიკური ზრდა, რადგან 2021 წელთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ეგიდით, გასულ წელს გაფორმდა 44 ხელშეკრულება, 57 მილიონ ლარის მოცულობით" , - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის