USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ნინო ლომჯარია -, „რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული“
Date:  403
“აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტების მიზანი გამჭვირვალობის მიღწევა არ არის, როგორც ეს განმარტებით ბარათებში წერია, არამედ, ეს არის დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მტრულ და საფრთხის შემცველ საქმიანობად გამოცხადება, - ასე ეხმაურება ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტების განხილვას საქართველოს პარლამენტში.
 
"ვინაიდან ბევრმა დასვა შეკითხვა, რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ორივე კანონპროექტი რუსული და არა ამერიკული, ვეცადე ამ სტატუსში მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით გამეცა პასუხი:
პირველ რიგში, ნებისმიერი ამერიკული კანონი სულ რომ წერტილ-მძიმეთი კეთილსინდისიერად და კეთილი განზრახვით ვთარგმნოთ და საქართველოში მივიღოთ, ის მაინც არ იქნება ამერიკული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგი, ვინაიდან ჩვენ და აშშ მივეკუთვნებით ორ სხვადასხვა სამართლის სისტემის მქონე ქვეყანას. ჩვენგან განსხვავებით, აშშ გახლავთ ე.წ. Common Law, ანუ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა, სადაც სამართლის წყარო არის პრეცედენტული სამართალი, რომელიც იქმნება მოქმედი კანონების ნორმების სასამართლო ინტერპრეტაციების საფუძველზე. შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი არ იზამს იმას, რომ სამართლებრივ საკითხზე მსჯელობის დროს დაეყრდნოს მხოლოდ კანონის ტექსტს მისი აღსრულების პრეცედენტული სამართლის გარეშე. რასაც საქართველოს პარლამენტში ახლა აკეთებენ - თარგმნეს კანონის ტექსტი და არ ნახეს როგორ აღსრულდა ის ამერიკაში ლამის ერთი საუკუნის მანძილზე, რა პრეცედენტები შეიქმნა - ეს არის არაკომპეტენტურობა. უბრალოდ, მართლა სირცხვილია ქართული პარლამენტარიზმისთვის.
ამიტომ, თუ გვაინტერესებს გავიგოთ, როგორ არის დარეგულირებული ამერიკაში გარკვეული სამართლებრივი საკითხები, პირველ რიგში უნდა მოვიძოთ პრაქტიკა, ანუ მისი აღსრულება და სასამართლო პრეცედენტები.
ახლა რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს:
ა. „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) ამერიკაში 1938 წელს ფაშიზმისა და კომუნიზმისგან დასაცავად მიიღეს და მისი მიზანია ისეთი ორგანიზაციებისა და პირების გამოვლენა, რომლებიც ცდილობენ ამერიკის პოლიტიკაზე და საზოგადებრივ აზრზე უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენას; FARA-ს რეგულირების ქვეშ არ ექცევა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მიმართულია ამერიკაში დემოკრატიის გასაძლიერებლად, ეკოლოგიური, ანტიკორუფციული თუ სხვა უფლებადაცვითი საქმიანობის განსახორციელებლად;
ბ. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ორივე კანონპროექტის მიზანი კი გახლავთ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყის მიწებება ნებისმიერი ორგანიზაცისთვის, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნებიდან, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში;
ასევე,
ა. FARA-ს აქვს აშშ-ს უსაფრთხოების დაცვის მიზანი, მათ შორის კონტრდაზვერვითი დატვირთვაც, ვინაიდან მის საფუძელზე იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში ატარებს ისეთი ქვეყნებისა და მთავრობების წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.
ბ. ქართული კანონპროექტებით რეგისტრაციას და აგენტის იარლიყის მინიჭებას ექვემდებარება ყველა ორგანიზაცია, რომლებიც დახმარებას და მხარდაჭერას იღებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ მეგობარი ქვეყნებიდან. შესაბამისად, ამ კანონპროექტებით აღნიშნულ ქვეყნებს საქართველოს ხელისუფლება აცხადებს საფრთხის შემცველ, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებად.
შესაბამისად, „აგენტების“ შესახებ ქართული კანონპროექტების მიზანი არ არის გამჭვირვალობის მიღწევა, როგორც ეს განმარტებით ბარათებში წერია, არამედ, ეს არის დასავლური ფინანსური მხარდაჭერის მტრულ და საფრთხის შემცველ საქმიანობად გამოცხადება, რაც ქართულ რეალობაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებას საქართველოს მოსახლეობის მიმართ მკვეთრად შეამცირებს."
მიყევით ბმულ ნინო ლომჯარია
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way