USD 2.6835
EUR 2.8762
RUB 2.8785
Тбилиси
ნინო ლომჯარია - ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს
дата:  226

პარლამენტში ჟურნალისტებთან  საუბრისას სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ : "ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას".

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ამ პრობლემებს იუსტიციის სამინისტრო ვერ უარყოფს, რადგან არსებობს ოფიციალური კორესპონდენცია, სადაც ამ პრობლემებს ადასტურებს. ნინო ლომჯარია ელოდება, რომ დღეს იუსტიციის მინისტრი ამის მოგვარების გზებზე ისაუბრებს.

„ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. თუმცა, ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნახევრად ღია ტიპის და დახურული დაწესებულებები, საერთო ჯამში 4 ყველაზე დიდი დაწესებულებაა. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე დახურულ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ დახურული რეჟიმია, თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივარი და ისინი თავად მოუგვარებენ პრობლემებს. აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას. ჩვენ გვახსოვს 2013, 2014, 2015 წლებში, როცა სწორედ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ე.წ. მაყურებლების მხრიდან მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება და 3 პატიმრის გარდაცვალება სწორედ ასეთი გარჩევების დროს, ამიტომ ის ე.წ. წესრიგი ძალიან მყიფეა დღეს პენიტენციალურ დაწესებულებებში, ძირითადად, ასეთი ტიპის ურთიერთობებს გულისხმობს და ნებისმიერ დროს ადმინისტრაციამ შეიძლება კონტროლი დაკარგოს სიტუაციაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати