USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ნინო ლაცაბიძე - რუსთავი ჩემპიონების ქალაქია, რაგბის კლუბი
Date:  679

რუსთავის მერიის და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით, რუსთავის სარაგბო კლუბის - ,,ხარები“ საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

რუსთავის პარკის ტერიტორიაზე გამართული ღონისძიება და მორაგბეების სადღესასწაულო მიღება, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გახსნეს.

ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჩემპიონი კლუბის ,,ხარების“ მთავარ მწვრთნელს, ირაკლი ნატრიაშვილსა და მორაგბეებს რუსთავის მერიის სპეციალური ჯილდო გადასცა.

რუსთავი ჩემპიონების ქალაქია და ჩვენი გუნდის ,,ხარების“ საქართველოს ჩემპიონობა რაგბიში, კიდევ უფრო გვიმყარებს იმ ემოციას, რაც ჩვენს ქალაქში სპორტული წარმატებების კუთხით ხდება. ძალიან დიდი სიხარული და დიდი ემოციაა, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ ჩვენი გუნდით. რუსთავის ,,ხარებმა“ აჩვენეს, რომ წლების განმავლობაში სიყვარულით, დაუღალავი შრომით, ერთგულებითა და გუნდურობით, შესაძლებელია მიეღწიათ იმ გამარჯვებისთვის, რაზეც თითოეული რუსთაველი ვოცნებობდით”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

იოსებ ტყემალაძემ საქართველოს რაგბის კავშირის სახელით, რუსთავის ,,ხარების“ გამარჯვების სიმბოლოდ, ქალაქს სამასწლოვანი ზეთის ხილის ხე გადასცა საჩუქრად, ასევე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ვეტერანი მორაგბე, საქართველოს რაგბის კავშირის წევრი, სარაგბო კლუბ ,,ხარების“ მენეჯერი გრიგორ ქერაშვილი.

,,ვულოცავ რუსთავს, დიდი სიხარულია. 30 წლის განმავლობაში სამმა, ოთხმა თაობამ, ასე ვთქვათ, ატარაეს აგურები, რომ სახლი აშენებულიყო და დღეს ეს დღე შედგა. ვულოცავ რუსთავის ,,ხარებს“, რთულიფინალი გამოდგა, პირველივე წუთებზე იცით, რომ რუსთავის მოთამაშე გააძევეს. ბათუმი ჩემპიონიგუნდია, თუმცა რუსთავმა დაიბრუნა ჩემპიონების ქალაქის სახელი და ამას ვულოცავ. მადლობა მინდავუთხრა მათ ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო ჯგუფს, მათ მომცეს გარკვეული პირობა, უფრო სწორად ქვეყანას მისცეს, რომ თავდადებით იშრომებდნენ და შეასრულებდნენ იმას, რაც შეასრულეს. მადლობა ქალაქის მერს, ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, რომელმაც დიდი თანადგომა აღმოგვიჩინა და გვერდში დაუდგა რუსთავის კლუბს. როდესაც ერთად ვართ გამარჯვებები მოდის და დღეს, ამ დღის აღიარებაა“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა ,,ხარებს“, საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

,,ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ის გამარჯვება, რაც რუსთავის,, ხარებმა“ მოიპოვეს, გუნდი 30 წლისშემდეგ საქართველოს ჩემპიონი გახდა. მინდა მათ შემდგომი გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, რომ მათი წარმატება, კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მოუტანს რაგბის, არამხოლოდ რუსთავში, არამედ მთელს რეგიონში“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმაგიორგი დოხტურიშვილმა.

ღონისძიებას, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რაგბის კავშირის გამგეობის წევრები და ვეტერანი მორაგბეები ესწრებოდნენ.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ანსამბლ ,,შვიდკაცასა“ და ნეკა სებისკვერაძის კონცერტიგაიმართა.

რუსთავის "ხარები”, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბია. გუნდი1990 წელს ჩამოყალიბდა და ის ალექსანდრე ლობჟანიძემ დააარსა. მას შემდეგ, რაც ეროვნულიჩემპიონატი ტარდება, რუსთაველებს ყველა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული. რუსთაველები პირველად1993 წელს გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები, 1994 წელს ვერცხლის პრიზიორები. 1997 წელს კი, ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ. დიდი 10-ის ტურნირი, კი 6 მაისს ავჭალის სტადიონზე ,,ბათუმთან“ გამარჯვებით მოიგეს და ოცდაათ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way