USD 2.6859
EUR 2.8804
RUB 2.9145
Тбилиси
ნინო გვეტაძე-ჰოლანდიაში მცხოვრები პიანისტი
дата:  444
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი მუსიკოსი არ არის, ფორტეპიანოზე დაკვრა მაინც ადრე, 4 წლის ასაკში დავიწყე. ჯერ ბებიამ მასწავლა რამდენიმე მარტივი სიმღერა, ხოლო იმის შემდეგ, რაც აკორდების ფუნქციას და აგებულებას ავუღე ალღო, უკვე თვითონ ვიგონებდი პატარა პიესებს. განსაკუთრებით ვალსების წერა მხიბლავდა. სულ მალე მიმიყვანეს ნიჭიერთა ათწლედში, სადაც ქალბატონ ვერონიკა თუმანიშვილთან დავიწყე სწავლა. მან ჩაუყარა საფუძველი ჩემს ცოდნას, ჩამომიყალიბა მუსიკალური გემოვნება, დამანახა ბგერის მრავალფეროვნება და მიმაჩვია ფურცლიდან სწრაფად კითხვას. ერთი სიტყვით, შემასწავლა ყველა ის უნარი, რომელიც პროფესიონალ პიანისტს სჭირდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს და აღმოაჩინოს საკუთარი სახე მუსიკაში. ათწლედის პერიოდში კონცერტებზე ხშირად გამოვდიოდი. ეს ყველაფერი 90-იან წლებში ხდებოდა, ასე, რომ ხშირად გვიწევდა სანთლის შუქით განათებულ, გაყინულ დარბაზში დაკვრა თითებგადაჭრილი ხელთათმანებით.
 
ათწლედის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ნოდარ გაბუნიას კლასში. მის გაქანებას, ინტელექტს და ნიჭს მართლაც რომ საზღვარი არ ჰქონდა. პირველივე გაკვეთილზე მივხვდი, რომ მისგან ძალიან ბევრს შევიძენდი. ბატონ ნოდარ გაბუნიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო, მის კლასში, სამწუხაროდ, მხოლოდ ორი, განსაკუთრებული წელი გავატარე, თუმცა ბაკალავრის ორი წელი კიდევ წინ მელოდებოდა.
საბედნიეროდ, კონსერვატორიაში კიდევ ასწავლიდა თვალებანთებული, ენერგიული, უნიჭიერესი, საინტერესო და განსაკუთრებული ქალბატონი, ნანა ხუბუტია. სწავლა მასთან გავაგრძელე. მისი დახმარებით ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, გადავწვდი ისეთ რეპერტუარს, რომლის დაკვრაც აქამდე მეშინოდა და მეგონა, რომ არ გამომივიდოდა. თუმცა, როგორც გაირკვა , ნამდვილად ღირს, რომ შეეჭიდო ახალ გამოწვევებს.
 
თბილისში სწავლის შემდეგ დადგა დრო, როდესაც აუცილებელი გახდა ჩემი საზღვარგარეთ გამგზავრება, იმისთვის, რომ გავყოლოდი ჩემს პროფესიულ გზას. ნოდარ გაბუნიას ქალიშვილის, არაჩვეულებრივი მევიოლენეს, ნატო გაბუნიას დახმარებით გავემგზავრე ჰოლანდიაში, სადაც ჩავაბარე ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში, სახელგანთქმული და უაღრესად დახვეწილი პიანისტის, პაულ კომენის კლასში. მოგვიანებით სწავლა გავაგრძელე ჰოლანდიური საფორტეპიანო სკოლის ლეგენდარულ პედაგოგთან, იან ვაინთან ამსტერდამში.
ჰოლანდიაში სწავლის პერიოდში გავიმარჯვე ორ საფორტეპიანო კონკურში, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ფრანც ლისტის საერთაშორისო კონკურსი უტრეხტში, სადაც მეორე პრემია, მსმენელის და პრესის პრიზი დავიმსახურე. შემდეგ მივიღე ცნობილი მუსიკოსის, მიცუკო უშიდას ფონდის, Borletti-Buitoni Trust-ის გრანტი.
 
დებიუტი კონცერტგებაუს დიდ საკონცერტო დარბაზში 2005 წელს მქონდა როტერდამის ფილარმონიურ ორკესტრთან ერთად, ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ამ დარბაზის ხშირი სტუმარი ვარ. მალევე ფრანგი პიანისტის, ჟან ივ ტიბოდეს რეკომენდაციით, სააგენტოში ამიყვანეს და ასე დაიწყო ჩემი საკონცერტო ცხოვრება.
 
მიხარია, რომ ვუკრავ სოლო კონცერტებს, კონცერტებს ორკესტრთან ერთად და კამერულ მუსიკას. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე დიდ დროს ვატარებ მოგზაურობაში, რაც ძალიან მიყვარს. ასევე ვასწავლი როტერდამის კონსერვატორიაში და გახლავართ ორი ფესტივალის, Naarden International Piano Festival და Delft Chamber Music Festival -ის სამხატვრო ხელმძღვანელი.
 
ორივე ფესტივალზე ყოველთვის ადგილს ვუთმობ ქართველ შემსრულებლებს და ქართულ მუსიკას. ნაარდენში ყოველ წელს ჩამოგვყავს სტუდენტი საქართველოდან, რომელსაც საშუალება ეძლევა , წარსდგეს მენეჯერების და საკონცერტო დარბაზების ორგანიზატორების წინაშე, გაიცნოს ისეთი დიდი პიანისტები, როგორებიც არიან ალფრედ ბრენდელი, იმოჯენ ქუუფერი, ალექსანდრე გავრილიუკი და მრავალი სხვა.
დელფტში, ქართველი შემსრულებლების გარდა, დიდ ადგილს ვუთმობთ ქართულ მუსიკასაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში შევასრულეთ ნოდარ გაბუნიას, გია ყანჩელის, ეკა ჭაბაშვილის და ალექსნდრე კორძაიას ნაწარმოებები. განსაკუთრებით მეამაყება კამერული ნაწარმოები მარო მაყაშვილზე - მონო დრამა “მარო”, რომელიც დელფტის ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა, მუსიკა ჰოლანდიელ კომპოზიტორ თომას ბაიერს ეკუთვნის, ლიბრეტო კი სალომე ბენიძეს.
 
ყველა პროფესია ითხოვს დიდ სიყვარულს, შრომას და თავდადებას. პიანისტის დანიშნულება შეიცვალა ჩვენს რეალობაში, აღარ არის საკმარისი მხოლოდ კარგად დაკვრა, რადგან ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია ჩვენ გარშემო. მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი რეპერტუარი, მსმენელთან სიახლოვე და რეალობის შეგრძნება, რადგან გარშემო მიმდინარე მოვლენები, ყოველთვის აირეკლება ჩვენს პროფესიაზე. მუსიკა ხომ აზრის გადმოცემის საუკეთესო და უნივერსალური საშუალებაა. ახალგაზრდა მუსიკოსებს ვურჩევდი, ისმინეთ ბევრი, იკითხეთ ბევრი, იყავით ცნობისმოყვარენი, არ დაგეზაროთ შრომა და არ დანებდეთ წარუმატებლობის შემთხვევაში, გადადგით ახალი ნაბიჯი. უსმინეთ კრიტიკას, ყველაზე სასაცილოსაც კი, რადგან სიმართლის მარცვალი ყველაგან შეიძლება იყოს მიმალული, მიიღეთ რჩევა და ბოლოს, აუცილებლად ენდეთ საკუთარ თავს.
Тбилиси
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,   მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების,    რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის     ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати