USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ნიკორა: "ლიდერობის მიუხედავად, ჩვენი კომპანიის წილი ბაზარზე 10%-ზე ნაკლებია“
თარიღი:  

წყარო:https://bm.ge/

თათია ჩაფიჩაძე

მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) ბაზარზე ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. TBC Capital-ის კვლევის თანახმად, სექტორის შემოსავალი წლიურად 25%-ით, 5.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. სექტორული კვლევა აჩვენებს, რომ სტრუქტურულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არაა და FMCG ბაზრის მთლიანი შემოსავლების ნახევარზე მეტი სამ უმსხვილეს კომპანიაზე („ნიკორა,“ „ორი ნაბიჯი,“ „კარფური“) მოდის.

უფრო დეტალურად, 9 თვის მონაცემებით, 5.1 მილიარდი ლარის შემოსავალი კომპანიებს შორის ასე ნაწილდება: „ნიკორა“ - 20.1%; „ორი ნაბიჯი“ - 17.6%; „კარფური“ - 14.6%; „სპარი“ -13.1%; „მაგნიტი“ - 9.7%; „დეილი“ - 4.6%; „გუდვილი“ 4.3%; „აგროჰაბი“ - 4.2%; „ზღაპარი“ - 2.5%; „ფრესკო“ - 2.4%.

1.8% აქვს „მადაგონს,“ რომელსაც 1.7%-ით „გვირილა,“ 1.3%-1.3%-იანი მაჩვენებლებით „ევროპროდუქტი“ და „ექსპრეს ქსელი“ მოჰყვება, „სმარტს“ კი - 0.9% უჭირავს.

FMCG ბაზრის განვითარების ტენდენციებზე კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, ლიდერობის მიუხედავად, კომპანიის წილი მთელ ბაზარზე 10%-ის ფარგლებშია. ჯამურად ორგანიზებული ვაჭრობა კი ბაზრის ნახევარს ფარავს, რაც კონკურენციას ჯანსაღს ხდის.

„როცა ვსაუბრობთ, რომ სამ მოთამაშეზე მოდის დიდი ნაწილი, აქ უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარი 10 უმსხვილეს ქსელზე. სინამდვილეში ბაზარი ბევრად დიდია და ყველაზე დიდი ჩვენი კომპანიის წილიც, რომ ავიღოთ 10%-ზე ნაკლებია მთლიანი მაზრის მასშტაბით. ასე რომ, გვყავს სამი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ მათ ნამდვილად არ აქვთ ბაზრის ნახევარი. ალბათ სამივეს წილი 20%-ის ფარგლებშია.

კონკურენცია საკმაოდ მწვავეა, ამაშიც მოულოდნელი არაფერია და ეს კიდევ გამწვავდება. ამას მომხმარებელი გრძნობს სააქციო შეთავაზებებში.

ვვარაუდობ, რომ ჩვენთან საშუალო ჩეკი არაორგანიზებულებთან შედარებით მეტი იქნება, იმიტომ, რომ შეთავაზება უფრო სტრუქტურიზებულია, მრავალეფროვანია, თუმცა ბაზარი რომ შევაფასოთ ორგანიზებულ მოთამაშეებს ნახევარზე ნაკლები აქვთ“, - განაცხადა ალექსანდრიამ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე „ნიკორა“ ქვეყნის მასშტაბით 150 მაღაზიას გახსნის. მთავარი აქცენტი კი რეგიონებზე კეთდება.

„ზრდის ნაწილში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა, წინა წლებსაც თუ შევხედავთ სექტორიც და ჩვენც მათ შორის გვქონდა სტაბილური ზრდა. 2023 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში დადებით იყო, არათუ შევინარჩუნეთ, არამედ გავზარდეთ ლიდერის პოზიცია, რისთვისაც მადლობა მომხმარებელს და გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს ამისთვის.

135 მაღაზია გავხსენით და წლის ბოლომდე კიდევ 15-ს დავამატებთ, ანუ 150 ჯამურად. ტემპს არც მომავალ წელს დავაგდებთ და მინიმუმ იგივე შედეგზე გავალთ 2024-შიც. მეტი წილი მოდის დაახლოებით 75% მოდის რეგიონებზე,“ - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.

TBC Capital-ის კვლევის მიხედვით გაზრდილია კომპანიების წარმომადგენლობა რეგიონებში, რაც შემოსავლების ზრდაშიც აისახა. კერძოდ, თბილისზე 3.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მოდის, რაც წლიურად 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რეგიონების შემთხვევაში კი, ზრდა კიდევ უფრო მეტია და 28%-ს შეადგენს, შემოსავალი - 1.9 მილიარდი ლარია. თბილისის შემთხვევაში მაღაზიების რაოდენობა 20%-ით, 1 405 ერთეულამდეა გაზრდილი, ხოლო რეგიონებში 39%-ით, 1 268-მდე.

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის