USD 2.7500
EUR 3.1614
RUB 3.3805
Тбилиси
ნიკოლოზ რაჭველი - საქართველოსთვის როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და აწმყოს მქონე ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიაში ვიყოთ მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა
дата:  838

გერმანიაში ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენა ქართული გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნება, სადაც ცნობილი ქართველი ხელოვანები მონაწილეობენ. გამოფენის 3 ათასამდე სტუმარი ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ შოუს იხილავს.

გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.

“საქართველოსთვის როგორც უმდიდრესი კულტურის, ისტორიისა და აწმყოს მქონე ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიაში ვიყოთ მასშტაბური ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა. ბერლინში ჩვენს სანახაობას მსოფლიოს ყველა ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, დიპლომატები და საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები დაესწრებიან”

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის თქმით, ბასა ფოცხიშვილის თაოსნობით მომზადდა მრავალფეროვანი შოუ, სადაც წარდგენილი იქნება ყველა შემოქმედებითი ელემენტი, რომელმაც საქართველოს მსოფლიოში სახელი გაუთქვა.

„იქ იქნება ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენთან ერთად სცენაზე მსოფლიო დონის ორი ვარსკვლავი გამოდის. ნინო მაჩაიძე საოპერო სამყაროში და საორკესტრო- სიმფონიურ სამყაროში ლიზა ბათიაშვილი, ასევე ბევრი ჩემი კოლეგა, იცეკვებენ სუხიშვილები. ვფიქრობ ეს ყველაზე კარგი საშუალებაა მოკლე დროში სრული სურათი შეიქმნას, თუ ვინ ვართ, რა გვქონდა და რა გვაქვს და რისი პოტენციალი აქვს საქართველოს“,-ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати