USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მოიგო
Date:  499

დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რობერტო ბაუტისტა აგუტი ორ სეტში დაამარცხა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა მეტოქეს ტაი-ბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს

„ლუკას, მინდა, რომ დაიმახსოვრო, შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართულად ტურნირის დასრულების შემდეგ.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way