USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Тбилиси
ნიკოლო ფაშინიანი- გმირული წარსულის დავიწყება
дата:  1030
2005 წელს გამოაქვეყნა ეს წერილი სომხეთის დღევანდელმა პრემიერმა. წერილი იმაზეა, თუ როგორ უნდა ვთქვათ წარსულის ჰეროიზაციაზე უარი, სომხეთისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, როგორც ამას ფაშინიანი აღნიშნავდა 15 წლის წინ.
ვფიქრობთ, რომ ჩვენთვისაც არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს.
--------
გმირული წარსულის დავიწყება
პოლიტიკური და სამეცნიერო ტრიბუნებიდან სომეხი ხალხისადმი გაკეთებული ყველაზე პოპულარული მოწოდება ისტორიისგან გაკვეთილების მიღებას გულისხმობს.
თუმცა, სომეხი ხალხი ჯიუტად ამბობს უარს, მოუსმინოს საკუთარ ინტელიგენტს და ამაზე მეტყველებს ის, რომ ისტორიისგან გაკვეთილების მიღების მოწოდებები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება მიზეზი ისაა, რომ ინტელიგენტი, რომელიც ამგვარი მოწოდებით გამოდის, მალევე იწყებს სომეხი ხალხის გმირული წარსულის შესახებ ლეგენდის შექმნას, ჩვენი წინაპრების ქებას და მათთვის ხოტბის შესხმას. ზოგადად, ერთია ობიექტურად შეაფასო წინაპრები, სრულიად სხვა კი მათი თაყვანისცემა. მოდით, შევეშვათ წინაპრებისთვის ხოტბის შესხმას და საკუთარ თავს პრაგმატული კითხვა დავუსვათ: რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს მათ?
არაფერი, სრულიად არაფერი.
იმიტომ, რომ „არაფერი” - ესაა, როცა ნულიდან უნდა დაიწყო, ჩვენ კი, არც ვიცი, რომელი მინუსიდან უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ ჩვენმა წინაპრებმა მემკვიდრეობით გენოციდების, განადგურებების, ღალატის და უზნეობის ისეთი მარაგი დაგვიტოვეს, რომ ამის გადალახვა, როგორც ჩანს, რთულია, უკიდურესად რთულია.
მე განვიკითხავ, ვწყევლი ჩვენს წინაპრებს იმიტომ, რომ მათ არაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს უფრო ღირსეულად და ამაყად გვეცხოვრა. ჩვენს წინაპრებს არ უზრუნიათ ამაზე იმდენადაც კი, როგორც ცხოველი ზრუნავს საკუთარ შთამომავლობაზე საკუთარი ინსტიქტიდან გამომდინარე.
მე განვიკითხავ ყველას, ვინც ადიდებს წინაპრებს, რადგან ამგვარად ისინი უფლებას გვართმევენ თანამედროვე და შემდგომ თაობებს, გვქონდეს ღირსეული და ძლიერი სამშობლო; წინაპრებისთვის ხოტბის შესხმით იმ მანკიერ პროცესს აძლიერებენ, რომელშიც ვართ 2000 წელზე მეტია, დაწყებული იმ დროიდან, როცა „დიდად” წოდებულმა ტიგრანმა საკუთარი გვირგვინი ფეხქვეშ დაუდო რომაელ მმართველს - ეს ის ტიგრანია, რომელმაც უღალატა საკუთარ შვილს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრიმიტიული აღზრდაც კი არ მიუღია, თანამედროვე სომეხი უტიფარი გოშია ჩინოვნიკების მსგავსად.
მე ვწყევლი ჩვენს წინაპრებს იმიტომ, რომ პროვინციელ სპარს მწიგნობარს საშუალება მისცეს, ისპაჰანის ქუჩებში მოსიარულეს ჩვენთვის აეხსნა, რომ სომხები შაჰ-აბასმა გამოდევნა ჯულფადან და აქ ქალაქის დაარსება უბრძანა.
რა გაკვეთილი უნდა მივიღოთ ამ ისტორიიდან?
ვიღაცას ეს ისტორია სიამაყით ავსებს. „გამოდის, რომ სომხები მშენებლები იყვნენ”, - ამბობენ ისინი და არც არავინ ამჩნევს, რომ ამ მშენებლებს ფარასავით მიერეკებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე, ზოგი კი გზაზე დარჩა და ირანის სტეპები „სომეხთა წმიდან ადგილებად” აქცია.
როგორი გაკვეთილი უნდა მივიღოთ ჩვენი ისტორიიდან?
ხანდახან მესმის იმ ისტორიკოსების, რომლებიც ჩვენს სამარცხვინო და დამამცირებელ წარსულს გმირობის მოსასხამს გადააფარებენ. ფიქრობენ, რომ ნამდვილმა ისტორიამ შეიძლება გაგვტეხოს, დაგვამციროს. მაგრამ ხომ სწორედ სიცრუეა უფრო დამანგრეველი, არ გვაძლევს გაჩერების და ჩვენი ათასწლოვანი შეურაცხყოფის შეწყვეტის საშუალებას?!
სინამდვილეში, რა გაკვეთილს მივიღებთ ჩვენი ისტორიიდან?
მოდით, დავივიწყოთ ისტორია, ყველამ დავიწყოთ ნულიდან ისე, თითქოს ღმერთმა ახლახანს შეგვქმნა და წარსულში არაფერი გვქონდა.
წარმოგიდგენიათ, როგორც გაგვიმარტივდებოდა სუნთქვა?
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ მესროპ მაშტოცმა ჩვენი ანბანი ახლახანს შექმნა, რომ ნარეკაცი ცხოვრობს ჩვენთან ერთად, იქნებ, მჰითარ გოშიც, დავით ანახტიც და კიდევ რამდენიმე სხვა - მეტი არაფერი. დანარჩენი კი დავტოვოთ წარსულში, დაე, ხოცონ, გაყიდონ ერთმანეთი, რამდენიც უნდათ, დევნონ და გენოციდი მოუწყონ მათ.
ამ შემთხვევაში, ჩვენ, შესაძლოა, გაკვეთილები მართლა ვისწავლოთ ჩვენი ისტორიიდან იმიტომ, რომ ეს ისტორია უკვე აღარ იქნება ჩვენი.
 
ავტორი: ნიკოლ ფაშინიანი.
мир
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати