USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
ნიკოლას მადურომ მეზობელი გაიანის ნაწილის ანექსიის შესახებ ბრძანებებს ხელი მოაწერა
дата:  538

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის - გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის, ესეკიბოს ანექსიის შესახებ 6 ბრძანებას მოაწერა ხელი. მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა ვენესუელის ახალი რუკის რატიფიკაცია და რეგიონი მმართველის დანიშვნა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერს.

ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად 6 დეკემბერს გამოაცხადა.

გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ მადუროს ქმედებებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა უწოდა. ირფაან ალის თქმით, გაიანა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს.

ვენესუელისა და გაიანის ტერიტორიულ დავას გრძელი ისტორია აქვს. ვენესუელა მიიჩნევს, რომ ესეკიბოს რეგიონი ესპანური კოლონიალიზმის პერიოდში მის საზღვრებში შედიოდა. კარაკასი არ ეთანხმება 1899 წლის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომელმაც ესეკიბოს რეგიონი ბრიტანეთის გვიანას (ახლანდელი გაიანა) მიაკუთვნა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати