ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის - გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონის, ესეკიბოს ანექსიის შესახებ 6 ბრძანებას მოაწერა ხელი. მიღებულ გადაწყვეტილებებს შორისაა ვენესუელის ახალი რუკის რატიფიკაცია და რეგიონი მმართველის დანიშვნა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი წერს.
ნიკოლას მადურომ მეზობელი ქვეყნის, გაიანის ნავთობით მდიდარი რეგიონი ესეკიბო ვენესუელის ახალ შტატად 6 დეკემბერს გამოაცხადა.
გაიანის პრეზიდენტმა ირფაან ალიმ მადუროს ქმედებებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევა უწოდა. ირფაან ალის თქმით, გაიანა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს.
ვენესუელისა და გაიანის ტერიტორიულ დავას გრძელი ისტორია აქვს. ვენესუელა მიიჩნევს, რომ ესეკიბოს რეგიონი ესპანური კოლონიალიზმის პერიოდში მის საზღვრებში შედიოდა. კარაკასი არ ეთანხმება 1899 წლის საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, რომელმაც ესეკიბოს რეგიონი ბრიტანეთის გვიანას (ახლანდელი გაიანა) მიაკუთვნა.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი წავკისის, სოფელი შინდისის და სოფელი კოჯრის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი სააკაძის დაღმართის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, იყალთოს, ხვიჩიას, კოსტავას, არჩილ სულაკაურის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის, ვახტანგ ჭაბუკიანის, იოსებიძის, საბურთალოს და მიროტაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ქანთარიას, ჟღენტის, გაბუნიების და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძე-ორბელიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, IV, VII მიკრორაიონების, ლაზოს, სარაჯიშვილის, შუშინის, ტაძრის, ილორის, ილია ვეკუას, წყალსადენის, გელა ჭედიას, ფორე მოსულიშვილის, მონასტრის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჭელიძის, შეშელიძის, ხიზანიშვილის და კუფტინის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ჟველაურის, იფნევის, ბოგვის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, დვირის, ჟინვალის, ზვარეთის, კვერნაულის, ლიახვის, ჭოპორტის, ერწოს, არალეთის, ედისის, გუდამაყრის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.