პუტინის პირადი მრჩეველი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი:
„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა არ იქნება მანამ, სანამ რუსეთი კონტროლს არ დაამყარებს ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთის მთელ ტერიტორიაზე — საუბარია მიკოლაივზე, ოდესასა და დნესტრისპირეთზე“.
„სწორედ ამის შემდეგ იმას, რაც დარჩება, შესაძლოა დამოუკიდებელი უკრაინა ეწოდოს. ეს აღარავის აღარ დააინტერესებს — არც რუსეთს, არც დასავლეთს და არც თვით პოლონეთს“.
„ოდესის მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას არაფერი აკავშირებს მოქმედ უკრაინულ ხელისუფლებასთან — განუცხადა ТАСС-ს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ნიკოლაი პატრუშევმა“.