USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური გადააყენა
Date:  778

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი პოსტიდან გადააყენა. ამის შესახებ მთავრობის პრეს-სამსახური იტყობინება.

მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის მეთაურის გადაყენებაზე უარი თქვა. გასპარიანს ფაშინიანთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა, პრემიერმა კი ის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად იმართება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way