სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი პოსტიდან გადააყენა. ამის შესახებ მთავრობის პრეს-სამსახური იტყობინება.
მანამდე სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის მეთაურის გადაყენებაზე უარი თქვა. გასპარიანს ფაშინიანთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან პრემიერმინისტრის გადადგომა მოითხოვა, პრემიერმა კი ის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად იმართება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.