USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს - მზად ვარ ჩემი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ სომეხ სამხედროებზე გავცვალო
თარიღი:  541

სომხეთის პრემიერ - მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზად არის საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გაცვალოს, რომლებსაც ერევანში სამხედრო ტყვეებად მიიჩნევენ.

ორშაბათს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტყვეები „ბაქოს ციხეებში იბრძვიან სომხეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ისინი არ გვაპატიებენ, თუკი მათი თავისუფლებისთვის მსხვერპლად შევწირავთ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“.

მისი ამ განცხადების შემდეგ, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს 20-25 სამხედრო ტყვე.

„მე ვამბობ, რომ თანახმა ვარ. ოფიციალურად ვეუბნები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ალიევს - გადმოგცემ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ. ოფიციალურად ვაცხადებ, გადმოგცემთ ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის