სომხეთში Covid-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები დრამატულად იზრდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანის განხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„ცუდი ამბავი გვაქვს, სიტუაცია უარესდება, 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მათი დროულად ჰოსპიტალიზაციის საშუალება არ გვაქვს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ათასობით ასიმპტომური პაციენტია, რომლებმაც არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.
3 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 10 524 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 170 კი გარდაიცვალა. ინფიცირებული არიან თავად ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები.