USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ნიკა სიმონიშვილი - სხვადასხვანაირი ამნისტია გვინახავს, მაგრამ ისეთი, რომ ბრალდებულის თანხმობაზე ყოფილიყო დამოკიდებული მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, არ გვახსენდება
Date:  261

თუკი ნიკა მელია უარს განაცხადებს ამნისტიის კანონის გამოყენებაზე, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება, - ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აქამდე მიღებულ ამნისტიის აქტებში არ ახსენდება ჩანაწერი, როცა ამნისტიის გავრცელება თავად ბრალდებული და მსჯავრდებული პირის თანხმობაზე იყო დამოკიდებული.

“ამნისტიის კანონპროექტის ეს ჩანაწერი ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის თანხმობა იქნება საჭირო იმისთვის, რომ მასზე ამნისტიის კანონი გავრცელდეს, მათ შორის ნიკა მელიასთან მიმართებით ეს დანაწესი იქნება გამოყენებული. თუკი ნიკა მელია უარს განაცხადებს მის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებაზე, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება. ამნისტიის კანონებში ასეთი ჩანაწერები ჩვენ არ გვახსენდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ამნისტია დაზარალებულის თანხმობით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ასეთი ჩანაწერი იყო ამნისტიის ბოლო კანონშიც, მაგრამ ის, რომ ბრალდებულის თანხმობაზე ყოფილიყო დამოკიდებული მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება - არგათავისუფლება, არ გვახსენდება. ჩვენ სხვადასხვანაირი ამნისტია გვინახავს, მაგრამ ჩანაწერი და პრეცედენტი იმის თაობაზე, რომ პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის თანხმობით უნდა შეეწყვიტა, არ გვახსენდება! ეს სამართლებრივად აკრძალული არ არის და სამართლებრივად შესაძლებელია, რომ ამნისტიაზე ბრალდებულის თანხმობაც იყოს მოთხოვნილი - ამნისტია პოლიტიკური აქტია და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, თუ ვისზე და რა ფორმით გავრცელდება ამნისტიის აქტი. აქ პარლამენტს ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული “ამნისტიის შესახებ“ პროექტით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way