USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
Тбилиси
ნიკა შენგელია - რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა ინფლაციის,საპროცენტო განაკეთებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით
дата:  832
ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვას აქვეყნებს,  ინფლაციის,საპროცენტო განაკეთებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით.
 
"ერთი წელიწადი გავიდა პანდემიის გამოცხადებიდან, მოდით გადავხედოთ თუ რა მაჩვენებლები გვაქვს ერთი წლის თავზე კორონაეკონიმიკის პირობებში ინფლაციის,საპროცენტო განაკვეთებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით.
 
საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ მარტის თვეში 7,2 % ი შეადგინა ხოლო საბაზო ინფლაციამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,9% . უმუშევრობა ბოლო მონაცემებით 18,5% ს გაუტოლდა, მოქმედი საპროცენტო განაკვეთი კი 8,5% -ია.
 
აზერბაიჯანში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით,წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა,სამომხმარებლო ინფლაცია 4,9% ია, უმუშევრობის დონე 5% ის ფარგებშია და ქვეყანაში მოქმედებს 6,25% იანი საროცენტო განაკვეთი.
 
სომხეთში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით,წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 5,3%,სამომხმარებლო ინფლაციამ 7,8%,საბაზო ინფლაცია 2021 წლის იანვრის მონაცემებით 4,7% ია უმუშევრობის დონე (2020 წლის მე 3 კვარტლის) მონაცემებით 18.1 % ია .ქვეყანაში მოქმედებს 5,5% იანი საპროცენტო განაკვეთი.
 
რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით წლიურმა ინფლაციის დონემ 5,67% ი შეადგინა ,სამომხმარებ;ო ინფლაცია 7,62% ია საბაზო ინფლაცია კი 5,04%. უმუშევრობამ 5,7% შეადგინა , ქვეყანაში მოქმედებს 4,5% იანი საპროცენტო განაკვეთი.
 
თურქეთში 2021 წლის თებერვლის მონაცემებით წლიურმა ინფლაციის დონემ 15,67% შეადგინა,საბაზო ინფლაცია 16,21%-ია,ხოლოსამომხმარებლო ინფლაცია 18,4% -ი. 2021 წლის იანვრის მონაცემებით უმუშევრობა 12,2% მდეა გაზრდილი და ქვეყანაში ამ დოისათვის მოქმედებს 19% იანი საპროცენტო განაკვეთი.
 
 
ამრიგად ზემოთხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიური ინფაციის მაღალი დონით თუ ავიღებთ სამეულს, პივრველ ადგილზე თურქეთია 15,61%, მეორეზე საქართველო 7.2% და შემდეგ რუსეთი 5,67%.
უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში ლიდერობს საქართველო 18,5% ით,შემდეგ სომხეთია 18,1% ით და თურქეთი 12,2% ით
საპროცენტო განაკვეთის მიხედვით,რეგიონში მაღალი განაკვეთით თურქეთია 19% ი ,შემდეგ საქართველო 8,5% და აზერბაიჯანი 6,25%"- წერს ნიკა შენგელია.
мир
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

более
голосование
Кстати