USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
ნიკა შენგელია - ფასების ტრენდი პროდუქტებზე,ოქროსა და ნავთობზე
дата:  1554

ინფლაცია და ფულად საკრედიტო პოლიტიკა

მარცვლეული კულტურის ინდექსები ბირჟებზე 5 წლიან მაქსიმუმებისაკენ დაიძრა,რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ფაქტიურად შედარებით ფასების  შედარებით დაბალ  შუალედში მერყეობდა.

ხორბლის ფასი დეკემბრის ფიუჩერსებით აშშ-ს საფონო ბაზარზე 5 წლიან მაქსიმუმზე ავიდა , საფონდო ბირჟებზე  კერძოდ მარცვლეულზე ფასები ზემოთ დაიძრა, ასვე ფასების ზრდა მოხდა  დაიძრა სიმინდსა და სოიოს კულტურებზეც. (ჯერჯერობით მხოლოდ ბრინჯის ფასი დგას სტაბილურად.) სიმინდი მსოფლიოში ითვლება მარცვლეულად, რომელიც ძირითადი საკვები პროდუქტია მეფრინველეობისა და მეცხოველეობის დარგებში. 

შეგახსენებთ ,რომ  ა/წ  აგვისტოდან დღემდე არსებულ დროის პერიოდში , აშშ ში ფასები სურსათზე საშუალოდ  3,5% ით არის მომატებული.

იმ გარემოების გათვალისწინებით  ,რომ რამოდენიმე წლის წინ ფსს მა ინფლაციის ~გაანგარიშებიშების მეთოდოლოგიდან      სურსათსა და საწვავზე  ფასების მატება ამოიღო   ჩამონათლალიდან  ანუ ინფლაციის მაჩვენებელს ითვლიან  სურსათსა და საწვავზე ფასების ზრდის უგულვეფელყოფით,  ასეთ  დროს  ინფლაციის მაჩვენებლის მატება ხდება გაცილებით  დაბალი ტემპით ვიდრე ეს არის სინამდვილეში. აშშ ში ამჟამად ინფლაციის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი 2 % ის ფარგლებშია  და ფსს  ამ მაჩვენებელს იღებს ორიენტირად. ეს ნიშნავს იმას,  რომ როდესაც ფსს  რომელიც აქტიურად ატარებს რბილ ფულად საკრედიტო პოლიტიკას და ამისათვის ძირითად ორიენტირად  იყენებს ინფლაციის დაბალ  მონაცემს  და ძირითადად  ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების მაჩვენებელზე . 

დიდი ალბათობით აგროსამრეწველო ინდუსტრიის პროდუქციაზე ფასების ზრდამ ჯაჭვურად  ეკონომიკის სხვა სექტორებშიც  ,  გარკვეული ძვრები  შეიძლება გამოიწვიოს . 

დიდ ანალიზს  არ საჭიროებს  იმის მიხვედრა ,რომ სიმინდსა სოიოს კულტურებზე   ფასების ზრდა პირდაპირ მოქმედებს ხორცის ფასის ზრდაზე,რომელიც უკვე  გათვალისწინებულია ინფლაციის გათვლის მეთოდოლოგიაში.

დღევანდელი პროგნოზებით უკრაინაში ხორბლისა და სიმიდის მოსავალის მაჩვენებლები  რომლებიც ამ დღეებში უნდა გამოქვეყნდეს , იქნება იმაზე მეტი ცუდი ვიდრე იყო ნავარაუდევი. აღნიშნული ინფორმეცია კი მყისიერად გაზრდის აშშ ს ბაზარზე მარცვლეულის ფასს და შესაბამისად ჯაჭვური რეაქციით ფასების ზრდა მოხდება მსოფლიოს სხვა ფინანსურ ბაზრებზეც.

ზემოთმოხსენებულ პროდუქტებზე ფასების ზრდასა და მისგან გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს მომხმარებელი და ინვესტორი აღიქვავს ცოტა განსვავებულად ვიდრე ძირითადი მსოფლიო  ფინანსური მარეგულირებელი ,როგორიც გახლავთ  აშშ-ს ფსს . კერძოდ მომხმარებელი და ინვესტირები უკვე აკვირდებიან  ოქროს ფასს,რომელიც ყველაზე ლიკვიდურ აქტივად მიაჩნევა.

 თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ, სიმინდი  ძირითადი ნედლეულია  ეთანოლის მისაღებადაც ,რომელიც ასევე ირიბად მოქმედებს თეთრი ნავთოპროდუქტების ფასებზე, როგორიცაა ბენზინი,  ბანზინის ფასის მატება კი თავისთავად  ზეგავლებას ახდენს ნავთობის ფასზე,მიუხედავად იმისა თუ  რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპეკის ქვეყნები ნოემბრის თვეში. ამიტომ მაღალი ალბათობით საშუალო  5  დან 12  თვის პერიოდში ნავთობის ფასების  ვარდნას არ უნდა ველოდოთ.

კოვიდ პანდემიის ფონზე  ცხადია, რომ ინფლაცია იქნება იმაზე მეტი  ვიდრე ამას ელოდებიან ცენტრალური ბანკის მესვეურები. ამიტომ მათ მოუწევთ შეინარჩუნონ რბილი ფულად საკრედიტო პოლიტიკა.

რადგანაც საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ქსოვილის ნაწილია,დიდი ყურადღება უნდა მიექცეს აგრო სამრეწველო დარგის განვითარებას და დროულად უნდა მოხდეს ამ კუთხით  მნიშვნეოვანი ნაბიჯების გადადგმა. ასევე აუცილებელია რეგულატორმა ძირეულად გადახედოს  ფულად საკრედიტო პოლიტიკას  და ჩააყენის იყი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში. ამის შესახებ  ჩვენი მოსაზრება არაერთხელ  გამოგვითქვავს საჯაროდ სოც ქსელებსა და მას მედიის საშუალებითაც.

ზემოთ მოყვანილი  პროგნოზი  მაღალი ალბათობით საშუალოდ  4  დან 12 თვემდე პერიოდში  შევა მოქმედებაში  და  სავარაუდოდ მივიღებთ რეალობას სადაც ოქროზე , საწვავსა  და პროდუქტებზე  ფასები იქნება მომატებული,  ამის  ფონზე  კი  აშშ დოლარი, როგორც მთავარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტა  მოყვება ზეწოლის ქვეშ.

წყარო:https://www.facebook.com/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати