USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ნიკა მელია - იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან და განვიხილავთ საკითხს ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით
Date:  502

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან და განვიხილოთ საკითხი, ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს.

„ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს დამარცხებული მიულოცავდა, სადაც ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მივიღეთ 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა და მოიპარა, შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. ამისი ნება- სურვილი საზოგადოებაში იყო.

დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებების. ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ჩვენი ფასილიტატორების თანდასწრებით, რათა განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არასდროს იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა, იმიტომ რომ მართლები ვართ. ჩვენ რომ მართლები ვართ, ვიღაც კი არ უნდა დავჩაგროთ, ჩვენ გვინდა , რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით განვითარდება. გავრცელებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ხალხს აქვს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განაცხადა მელიამ.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way