USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ნიკა მელია - ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის აბსოლუტური ურთიერთგაგება
дата:  1492

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 21 მაისს დაბრუნდა კიევიდან საქართველოში. როგორც ის აღნიშნავს, ორი დღის განმავლობაში მასა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

 „გათავისუფლების დღიდან ნათქვამი მექნებოდა, რომ დამჭირდებოდა დრო გადაწყვეტილების მისაღებად, ეს შეიძლება იყოს 2 კვირა ან 20 დღე.

ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად რომ არ ვიჩქარე, რადგან პატივისცემის ღირსია ყველა ადამიანი ჯგუფი ჩვენი ბლოკიდან. 3 თვე როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე მეორე დღეს განცხადებას გავაკეთებდი გადაწყვეტილების შესახებ, მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე თუნდაც ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა დაახლოებით ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელების, სხვა პლატფორმებთან ერთად, თუ არ გაგრძელებასთან დაკავშირებით.

დღეიდან მაქვს უვე შეხვედრები კოლეგებთან, ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება რომელიც მისაღებია.

მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, იმიტომ რომ არის საღი აზრი და შეუძლებელია არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება. ის დიდი ხნის განმავლობაში არ მინახავს, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა ავიღე ბილეთი და ჩავედი.

2 დღის განმავლობაში ვისაუბრეთ ნაყოფიერად, ამ დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი შიგნით თუ გარეთ არა მგონია დარჩეს ნასიამოვნები, რომ ჩვენს შორის იქნება ურთიერთგაგება“- განაცხადა ნიკა მელიამ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати