USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ნიკა მელია - არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს ... მე ვრჩები ბრძოლაში.
дата:  409

„ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მელია იმედოვნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის მართვას „ღირსებით და სიმართლით მოახერხებს“.

„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ - ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მას ვულოცავ. ამ შედეგს ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის ამას მოახერხებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც სურდა, ჯერ კიდევ მიუღწეველია.

„ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და რა თქმა უნდა, ვიქნები ამ ბრძოლის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ათასობით უღალატო მხარდამჭერთან ერთად, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, როგორც თანამებრძოლი, გაცილებით უფრო ძვირფასია, როგორც პარტიის წევრები, მხარდამჭერები, ამომრჩევლები, ვიდრე თუნდაც მეგობრები. ჩემთვის ამ ბრძოლაში თანამებრძოლობა გაცილებით აღმატებული ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ბავშვობის მეგობრები. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა, განსაკუთრებული მადლობა ყველა უღალატო ადამიანს, რომელიც შეასრულებს ძალიან დიდ როლს ამ ქვეყნის განვითარების პროცესში.

ამ ბრძოლაში, მე გააზრებულად შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წლიდან და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია და მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში მე ვრჩები ბრძოლაში, მე ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა.

ამის შემდეგ მე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ბრძოლაში არათუ ვიქნები ჩართული, არამედ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მოტივაციით ვიქნები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ეს ასე იყო ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“, - განაცხადა მელიამ.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати