USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება - მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა
Date:  422

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.  

მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. 

„უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.

სანამ დანაშაულს უბედურ შემთხვევად გამოაცხადებდნენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი. შესაბამისად, ის მკვლელი შადრევანი ექსპლუატაციაში მიღებულად უნდა მივიჩნიოთ, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის სამუშაოს შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამტკიცებას. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე.

რაც შეეხება თბილისის მერს: სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. აი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

„ქართული ოცნების“ ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს. კლავს ბავშვებს. ბავშვებს, რომელთაც, „ქართული ოცნების“ კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მეთვალყურე სჭირდებათ. თურმე მეთვალყურე სჭირდებათ 13 წლის მოზარდებს საჯარო გასართობ სივრცეში გართობისას. თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ მეთვალყურეობა ის ცნებაა, რომელიც არასდროს ავიწყდებათ; „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

და ბოლოს, გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“? - მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა… ჰო და ამ წლების განმავლობაში ამ პრინციპის გამოყენებით მანიპულირებს ჩვენით „ქართული ოცნება“ და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ჩვენც, ქართული საზოგადოება. ალბათ, ახლაც, ხვალ ან ზეგ, რაიმე სისაძაგლეს გამოაგდებს ხელისუფლება და ჩვენც, მორჩილად, ამ სისაძაგლეზე გადავერთვებით. და ჭირისუფლის გარდა აღარავის გვემახსოვრება აღარც მკვლელი შადრევანი, აღარც მკვლელი კორუფცია და აღარც გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, რომელსაც პარკში უმეთვალყურეოდ თამაში უყვარდა.

უკვე მაზეგ კი ყველანი შევეგუებით იმას, რომ ბავშვებს პარკში უმეთვალყურეოდ თამაშის უფლება ჩამოერთვათ და „ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ გულისამრევ „ჭეშმარიტებას“ გავიმეორებთ: „უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. მშობელმა ბავშვს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!“, - აცხადებს ნიკა გვარამია. 

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way