USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ნიკა გვარამია - ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლი - სააკაშვილი ძალიან მასშტაბური ფიგურაა
дата:  764

„ასჯერ განმიცხადებია, რომ ყველასთან მაქვს ურთიერთობა, ვისთანაც საჭიროდ ჩავთვლი - საქართველოს მთავრობისა და უმრავლესობის წევრების ჩათვლით“, - აცხადებს „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია.

კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის ექსპრეზიდენტიც, ნიკა გვარამია პასუხობს: „სააკაშვილი „მათ შორის“ არაა. ის ძალიან მასშტაბური ფიგურაა“.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. მისი თქმით, გამოკითხვა მის წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდა.

„საკითხი ეხებოდა ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ ტერორისტულ აქტს, რაზეც მიმდინარეობდა გამოკითხვა და რაზეც ხვალაც გაგრძელდება. მე მეტის გამხელა უბრალოდ არ შემიძლია, ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი მეტი ვილაპარაკო. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს იმდენად შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რამდენადაც დაშინების მცდელობა, ან პროვოკაცია რაღაც სახის. ეს გამოჩნდება, თუმცა, გასაგებია, რომ გამოძიების პასუხისმგებლობაა და მათ შორის ჩემ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ამ შენობაში მყოფ ადამიანებზეა“, - განაცხადა გვარამიამ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати