USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
ნიკა გოგიაშვილი - ქართველი მხატვარი ბელგიაში
თარიღი:  615
2016 წლიდან ბელგიაში ვცხოვრობ. ქალაქ ანტვერპენში, რომელიც ხელოვნებისადმი დიდი ინტერესით გამოირჩევა. აბსტრაქციული ნამუშევრებით, ფიგურათა და ფერთა კომბინაციით თანამედროვე არტს ვქმნი. ბევრს ვმოგზაურობ, რომ გავიცნო ახალი ადამიანები. ჩემი ნამუშევრების მთავარი ინსპირაცია ადამიანები არიან, თავიანთი მრავალფეროვნებით, ემოციებით და ისტორიებით.
 
ამჟამად ახალ კოლექციაზე ვმუშაობ, გამოფენა პანდემიის დასრულებისთანავე მაქვს დაგეგმილი. გამოფენის თემაა კაცობრიობის გავლენა მსოფლიო გამოწვევებზე, კერძოდ კლიმატურ ცვლილებებზე. ჩემი არტით ადამიანები მინდა დავაფიქრო, თუ როგორ უარყოფითად ვმოქმედებთ სამყაროზე. გულწრფელობაა ის მთავარი, რაც დამთვალიერებელზე ახდენს ემოციურ გავლენას: დაინახოს და შეიგრძნოს ის იდეა, რაც შენ ჩადე ნამუშევრის შექმნისას.
 
ხელოვნების სფეროში საკუთარი სახელის და ადგილის დასამკვიდრებლად ისეთივე დიდი შრომაა საჭირო, როგორც სხვა პროფესიებში, თუმცა, აქ არ აქვს მნიშვნელობა შენს წარმომავლობას, შეხედულებებს ან ფინანსურ შესაძლებლობებს. თუ კი ქმნი არტს, რომელიც გულწრფელად იტყვის სათქმელს და ახლოს იქნება დამთვალიერებელთან - წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია.
იყო არტისტი და მოახდინო შენი თავის რეალიზება, მაშასადამე გეძლევა საშუალება, განვითარდე და შენი საქმე ბიზნესად აქციო. არ ვეთანხმები იმ არტისტებს, ვინც ფიქრობს, რომ ხელოვნებას ბიზნესის სახე არ უნდა მიეცეს. პირიქით, ეს შენი შემოქმედების აღიარების და დაფასების საუკეთესო გზაა, მით უფრო დღევანდელ რეალობაში.
 
ჩემი პროექტებიდან გამოვყოფ ნიუ-იორკის ეკო-არტ გამოფენას, სადაც წელს პირველად გამოიფინა ქართველი არტისტის ნამუშევრები. ეს ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და წარმატება იყო. ჩემი მიზანია, რომ ნამუშევრები გამოვფინო ბრიუსელის Beaux-Arts კადემიაში, რომელიც ევროპის ხელოვნების მთავარ კერად ითვლება. იქ მოხვედრა ყველა არისტის ოცნებაა. მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი, კავშირები გალერეებთან, თანამშრომლობა სხვა ქვეყნის არტისტებთან. ვისურვებდი, რომ ჩვენი სფერო უფრო მეტად დაიხვეწოს, როგორც მომხმარებელზე გათვლილი მომსახურების სფერო, რომლის იდეაც ხელოვნებაა.
 
არტ გამოფენების გარდა ვთანამშრომლობ კერძო კლიენტებთანაც. ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში დავიწყო პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა არტისტების განვითარებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხელოვნების პოპულარიზაციას ყურადღება სათანადოდ არ ექცევა. არ არსებობს ადგილი, სადაც ახალგაზრდა არტისტებს საშუალება მიეცემათ, იმუშაონ და შექმნან მომავალი ხელოვნების სფეროში. მინდა ეს რეალობა შევცვალო და მომავალ თაობას მეტი სტიმული მივცე. ძნელია საქართველოში დამწყებმა არტისტმა შეძლოს განვითარება, საჭირო ფინანსების უზრუნველყოფა. ამ რეალობის შეცვლა სახელმწიფო ნების პარალელურად უნდა მოხდეს. რასაც, იმედია, მალე შევძლებთ. ყველა ახალგაზრდა არტისტს მინდა ვურჩიო, რომ არ შეწყვიტონ მუშაობა, დააგროვონ დიდი გამოციდლება, შეინარჩუნონ გულწრფელობა და საკუთარი სათქმელი არტის სახით გამოხატონ.
 
შეიძლება იყოს შენობაში-(ი)ს გამოსახულება
 
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
 
შეიძლება მხატვრული ნაწარმოებია
 
 
სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.