USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ნიდერლანდებში შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი ემსხვერპლა
Date:  536

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა, რომელმაც სულ მცირე სამი ადამიანი მოკლა. მედიის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელმა ცეცხლი ორ ლოკაციაზე გახსნა, საცხოვრებელ სახლში და ქალაქის ერასმუსის სამედიცინო ცენტრში.

პირველი სროლის შედეგად 39 წლის ქალი და მისი 14 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ. ერასმუსის სამედიცინო ცენტრში ცეცხლის გახსნას კი 43 წლის ლექტორი ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

მომხდარს პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტეც გამოეხმაურა და ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way