USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო ტიტებს ანადგურებენ
Date:  1052

  ნიდერლანდელი მეყვავილეები იძულებულნი გახდნენ 140 მილიონზე მეტი ჰოლანდიური ტიტა გაენადგურებინათ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იტყობინება. რადიკალური გადაწყვეტილების მიღება კომპანიებს კორონავირუსის გამო ტიტებზე შემცირებულმა მოთხოვნილებამ აიძულა. მათი თქმით, ბოლო 4 კვირაში სამომხმარებლო მოთხოვნილება ტიტებზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით არის შემცირებული. კორონავირუსი კატასტროფულ ზარალს არამხოლოდ ტიტების მწარმოებლებსა და ყვავილების მაღაზიებს, არამედ ქვეყნის ტურისტულ სექტორსაც აყენებს. გაზაფხულზე ნიდერლანდებში ულამაზესი ჰოლანდიური ტიტების სანახავად ათასობით ტურისტი ჩადის.

 

წყარო: nytimes.com

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way