USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
Unicef: “საქართველოს სკოლების თითქმის 80% ადგილზე ბავშვთა კვებისთვის მზად არ არის"
дата:  983

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სკოლებში კვების თემაზე მუშაობა ორი წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და მათ პირველ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურის მოკვლევის და მეორე მხრივ კვების რაციონის შედგენის მიმართულებით ეთხოვათ დახმარება. თუმცა Unicef-ის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ უგულავა ამბობს, რომ არანაირი მენიუ და მით უფრო ფინანსური ნაწილი შედგენილი არ ყოფილა.

„მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ 2019 წლის ბოლოს დავუკავშირდით Unicef-ის კონტრაქტირებულ ნუტრიციოლოგს ლონდონის უნივერსიტეტში, იმისათვის, რომ სასკოლო კვების მიმართულებით მსოფლიო პრაქტიკა შეგვესწავლა და მეორე მხრივ, დავიწყეთ ადგილზე სასკოლო ინფრასტრუქტურის კვლევა. ამ პროცესში აქტიური დამხმარე იყო ტრენინგისა და კონსულტაციების ცენტრი. ერთი რამ ცალსახად გამოიკვეთა, რომ საქართველოს სკოლები მზად არ არიან იმისთვის, რომ ადგილზე ხდებოდეს ბავშვთა კვების წარმოება, ასეთი არის თითქმის 80%-მდე, სადაც ვერაფრით ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ელემენტარულად ამის სივრცე არ არსებობს. ამ სივრცის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღარაფერს ვამბობ ამ სივრცისთვის საჭირო ჰიგიენურ-სანიტარულ ნაწილზე, იმიტომ რომ ეს ხარჯს კიდევ უფრო მეტად ზრდის", - აცხადებს უგულავა.

Unicef-ში ამბობენ, რომ პანდემიური წლის გამო ფაქტობრივად დახურულ კარს მიღმა მოხდა პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, თუმცა რა მოდელი შეიძლება დაინერგოს, იქნება ეს ყველა მოსწავლეზე, მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, იქნება მხოლოდ დაწყებითებში, საბაზისოში, თუ უფროსკლასელებშიც, იქნება საუზმე, ლანჩი თუ სახლში წასაღები მენიუ, ამ თემაზე განხილვა აღარ გაგრძელებულა. გარდა ამისა, ვიცით რომ 800 სკოლაში 50 ბავშვზე ნაკლები სწავლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მოდელით მუშაობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ჩვენი ხედვა იყო რომ ინფორმაცია შეგვეჯერებინა და წარგვედგინა არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის, არამედ მთავრობისთვის და ამით უნდა აღგვენიშნა პროცესის დაწყება, სამწუხაროდ ეს ემთხვევა პანდემიას და ამიტომ ამ პროცესმა გაგვაჩერა.

წინასწარ მოწოდებული ჩარჩო არ ყოფილა. ლაპარაკი დავიწყეთ რა არის რეალისტური ამ ეტაპზე და ამოცანა იყო რომ რეალისტური ვარიანტი მიგვეწოდებინა და ხედვა შეგვემუშავებინა დღეს თუ ამაზე ვჯერდებით სად შეიძლება მივიდეთ საბოლოოდ და რა იყო რეალური ამოცანა", - განმარტავს უგულავა.

რა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ერთი ბავშვის კვება? Unicef-ში მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ წლიურად სკოლაში ერთი ბავშვისთვის გაწეული კვების ღირებულება იწყება 20 დოლარიდან და მთავრდება 1500 დოლარით. ჯერჯერობით უცნობია რა ხარჯი შეიძლება აიღოს სახელმწიფომ თავის თავზე. რაც შეეხება ვადებს, გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, რომ საუკეთესო პირობებში საპილოტე პროექტი შეიძლება გაეშვას 2022 წლის სექტემბრიდან, თუმცა ეს მთელ ქვეყანას ვერ მოიცავს.

https://bm.ge/

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати