„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ნეიმარის 52 წლის დედა ქმარს გაშორდა, თუმცა, როგორც ჩანს მას ახალი პარტნიორის მოძებნა არ გაუჭირდა და ის 22 წლის ბიჭს ხვდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნეიმარის პოტენციური მამინცვალი მასზე 6 წლით ახალგაზრდაა. როგორც ირკვევა ბიჭი „რეალ მადრიდის“ ფანია. ნეიმარის დედისა და ახალგაზრდა ბიჭის სიყვარულის ფაქტმა ინტერნეტის მომხმარებელი ძალიან გაახალისა და ხალხში მრავალი განსხვავებული აზრი გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას sportbible ავრცელებს.