USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ნეფერტიტი- ბიუსტის საიდუმლო
თარიღი:  5448

როდესაც ამარნასა და თავის სახელოსნოს ტოვებდა, მოქანდაკე თუტმოსს ალბათ სურდა რაღაც ძალიან მტკივნეული დაევიწყებინდა და იქვე დაეტოვებინა. იქნებ ისტორია რომელიც მის გულში ამოიკვეთა? გაურკვეველი მიზეზისდა გამო, თუტმოსმა გადაწყვიტა მის მიერ შექმნილი შედევრი თან არ წაეღო და მიტოვებულ ქალაქში დაეტოვებინა. მსოფლიოში ულამაზესი ქალის ბიუსტიც კი ხის მერხზე დატოვა… დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტი 1912 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ლუდვიგ ბორჰარდტმა აღმოაჩინა.

ახეტატონის რამდენიმე ნაწილის გათხრს შემდეგ, არქეოლოგებმა სახელოსნოს მიაკვლიეს. ბორჰარდტის გადმოცემით, ნეფერტიტის ცნობილი ბიუსტი ხის მერხზე წლების, შესაძლებელია საუკუნეების განმავლობაშიც კი იდგა, ვიდრე სიძველისაგან მერხიც არ ჩაინგრა. სწორედ ამ დროს დაზიანდა ბიუსტის ზოგიერთი დეტალი; ასეც დარჩა ულამაზესი ბიუსტი, ქვიშაში ჩაფლული და ყველასაგან დაფარული 1912 წლის 6 დეკემბრამდე.

როდესაც არქეოლოგიური ჯგუფის წევრებმა, საოცარი სილამაზის ქალის ბიუსტი დაინახეს, ყველამ გაანალიზა, რომ ერთ-ერთი ულამაზესი ძველ ეგვიპტური არტეფაქტი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა ყველას სურდა ბიუსტი გერმანიაში წაეღოთ, რაც საკმოდ რთული იქნებოდა. 20 საუკუნის დასაწყისში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყანას შორის, რომლის წარმომადგენელიც აწარმოებდა არქეოლოგიურ სამუშაოებს ეგვიპტეში, არტეფაქტების გაყოფა კარგად ნაცადი და დამკვიდრებული ხერხი იყო. თუმცა ასეთ მარგალიტს, არც ერთი საბჭო ქვეყნის გარეთ არ გაატანდა ექსპედიციის წევრებს. სწორედ ამიტომ, ბორჰარდტმა ნამდვილი ქანდაკება დამალა და ინსპექციის წარმომადგენლებს, დედოფლის ნაკლებად „ლამაზი“ ქანდაკება წარუდგინა, რომლის გერმანიაში წაღებაზეც, მარტივად მიიღო თანხმობა. თუტმოსი ნეფერტიტის ბიუსტის სილამაზემ, მისი შემქმნელიც კი დაჩრდილა. ვინ იყო თუტმოსი??? მისი სრული ტიტულია „მეფის რჩეული და სამუშაოების ოსტატი, მოქანდაკე თუტმოსი“. მის ხელს ეკუთვნის ამარნას პერიოდის ულამაზესი და გამორჩეული ნამუშევრები.

თუტმოსის შემოქმედება სრულიად გამორჩეულია სხვა ეგვიპტელი მოქანდაკეებისაგან, სტილი განსხვავებული და უნიკალურია, ისეთი რაც ეგვიპტეს მანამდე არასოდეს ენახა. თუტმოსი სამეფო კარზე მიღებული და დაფასებული მოქანდაკეა.სახელოსნო, სადაც ნამდვილი შედევრები იქმნებოდა, ამარნას სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. სამწუხაროდ ისტორიამ მხოლოდ რამდენიმე მათგანის სახელი შემოგვინახა, მაგალითად: ბაკი, მენის ვაჟი; თუთი, დედოფალ ტიიას მოქანდაკე და ა.შ.

ახეტატონის მიტოვებისას, თუტმოსმა თან წაიღო ყველაფერი რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამას ადასტურებს სახელოსნოსთან ახლოს მდებარე მისი სახლის გათხრები. თუმცა რატომღაც გადაწყვიტა, რომ მის მიერ შექმნილი ნამდვილი საოცარებები, ბედის ანაბარად მიეტოვებინა. ალბათ მოქანდაკე ხვდებოდა, რომ ძველი რელიგიის აღდგენასთან ერთად, ამარნას ხელოვნების სტილიც დასამარდებოდა, ქანდაკებებსა და ბიუსტებს გაანადგურებდნენ. მის მიერ შექმნილი ქანდაკებები არ იყო იდალიზებული, პირიქით პორტრეტული სახისაა და პროტოტიპსაა მიმსგავსებული. ნეფერტიტის ბიუსტთან ერთად, არქეოლოგებმა სახელოსნოში აღმოაჩინეს 22 სხვდასხვა ნიღაბი და დაუმთავრებელი ბიუსტები. ზოგიერთი მათგანის იდენტიფიცირება მოხერხდა, მაგ: ეხნატონი, ტიია, ეი, კიია, ამენჰოტეპ III, ეხნატონის ქალიშვილები და ა.შ. არქეოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ერთ მნიშვნელოვან ფატქზე. დედოფალ ნეფერტიტის ქანდაკებებსა და ბიუსტებზე, უშუალოდ თუტმოსი მუშაობდა და არა მისი მოსწავლე ან ერთ-ერთი ხელოსანი.

თუტმოსმა ნეფერტიტის ბიუსტი და ქანდაკება, დედოფლის ცხოვრების რამოდენიმე ეტაპზე შექმნა. თუ გავყვებით ქანდაკებების ხაზს, დავინახავთ ულამაზეს დედოფალს, რომლის სახეც და სხეულიც წლებთან ერთად იცვლება, უჩნდება ნაოჭები, ტანზეც აშკარად დასტყობია ასაკი და რამდენიმე მშობიარობა… აშკარაა რომ პორტრეტულ ქანდაკებაზე მუშაობა უშუალოდ ნატურის მიხევით ხდებოდა. მეცნიერთა უმრავლესობის მტკიცებით, მოქანდაკე უზომოდ იყო შეყვარებული ულამაზეს დედოფალზე… ძველ ეგვიპტელებს, სურდათ ყველას დაემახსოვრებინათ ლამაზები, ახალგაზრდები, სრულყოფილები. ნეფერტიტის ქანდაკებებზე კი ჩვენ ვხედავთ თავდაჯერებულ ქალს, რომელიც ხელოვანს აძლევს საშუალებას გამოსახოს მისი ნამდვილი სახე, რაც პირდაპირ მიუთითებს მისსა და მოქანდაკის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე.

2013 წელს ფრანგულმა ექსპედიციამ განაცხადა, რომ თუტმოსის სამარხი ნაპოვნია. 1996 წელს საქარას ნეკროპოლისში აღმოაჩინეს გალერეის ტიპის სამარხი, სადაც მუმიფიცირებული ცხოველები იპოვეს, შემდეგი გათხრებისას კი მცირე სამარხსაც მიაკვლიეს. აკლდამაში მამაკაცისა და ქალის ნეშტები აღმოჩნდა. სამარხი ამარნას პერიოდით თარიღდება და მუმიებიც მოქანდაკე თუტმოსსა და მის მეუღლეს მიაკუთვნეს. სამარხის რელიეფები, როგორც წარწერებიდან ირკვევა უშუალოდ თუტმოსის მიერაა შესრულები. გასაოცარია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ხატავ, თანაც მვდარს!!! აქ წარმოდგენილნი არიან თუტმოსის ოჯახის წევრები, აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა არტეფაქტები უშუალოდ ახეტატონიდან.თუტმოსის სახელოსნოში აღმოჩენილი 50მდე სკულპტურა დღემდე ძველ ეგვიპტური ხელოვნების შედევრებადაა აღიარებული და კაიროს, ბერლინის, ნიუ იორკის მუზეუმის კოლექციების სიამაყეა. ამავდროულად, მკვლევარები კვლავ ცდილობენ ამოხსნან მოქანდაკის ცხოვრების, შემოქმედებისა და მიტოვებული ქალაქის საიდუმლოებები.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის