USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ნედ პრაისი „სანქციების არაეფექტიანობის“ შესახებ ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს
дата:  825

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების არაეფექტიანობის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რთულია იდავო ამ სანქციების ეფექტიანობაზე.

„შეგიძლიათ გაეცნოთ მაჩვენებლებს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალს ასახავს“, – უპასუხა ნედ პრაისმა ქართველ ჟურნალისტს 10 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

„იმაზე დავაც კი არ შეიძლება, რომ ამ ზომებს ძალა აკლია. ვფიქრობ, შეგიძლიათ დაინახოთ ის ძალა, რაც ამ სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე იქონია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, „რუბლი ახლა პრაქტიკულად გაუფასურებულია, ფაქტიურად ერთ გროშზე ნაკლები ღირს; საერთაშორისო კომპანიების ფრენები მოსკოვიდან; ის ფაქტი, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააორმაგა საპროცენტო განაკვეთი, რაც არამდგრადობას გამოიწვევს გრძელვადიან პერსპექტივაში; ის ფაქტი, რომ შედეგად იზრდება ინფლაცია; ის ფაქტი, რომ რუსეთის საფონდო ბაზარი უკვე დღეებია დაკეტილი რჩება, სავარაუდოდ, კაპიტალის გადინების თავიდან აცილების მიზნით“.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „ცოტა ქვეყანას თუ ესმის რუსული აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს, რომელმაც 2008 წელს თავად იწვნია რუსული ძალების ინტერვენცია“.

 „მიმაჩნია, რომ არსებობს ბევრი ქართველი მთავრობაში და ინდივიდუალური მოქალაქეები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ კოლეგებს უკრაინაში,“ – განაცხადა მან.

ნედ პრაისმა ხაზი გაუსვა „უზარმაზარ“ ერთობას საერთაშორისო თანამეგობრობაში და ის ფაქტი გაიხსენა, რომ 141 ქვეყანამ დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. საქართველო რეზოლუციის ერთ-ერთი მხარდამჭერი და თანაავტორი იყო.

კითხვაზე იყო თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თბილისიდან ელჩის გაწვევა და ღარიბაშვილის კომენტარი სანქციებზე შემაშფოთებელი სიგნალი საქართველოდან – ქვეყნიდან, რომელიც ოკუპირებული რჩება რუსეთის მიერ, ნედ პრაისმა განაცხადა:

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას, არამედ მხარი დაუჭირონ უფრო ფართო პრინციპებს, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის ქვაკუთხედს წარმოადგენს“.

„პრინციპი, რომელიც რუსეთმა დაარღვია 2008 წელს, როდესაც რუსული ჯარი შეიჭრა საქართველოში, არის იგივე პრინციპი, რომელსაც დღეს ვლადიმირ პუტინი არღვევს: იდეა, რომ საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი; რომ დიდმა სახელმწიფოებმა, დიდმა ქვეყნებმა, დიდმა ერებმა არ უნდა დააშინონ პატარა ქვეყნები, პატარა ერები“, – განაცხადა პრაისმა.

„ეს ყველაფერი სასწორზე დევს და ამიტომ, იქნება ეს ევროპაში, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, თუ სადმე შუაში, ჩვენ მოვუწოდეთ მსოფლიოს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაიცვას ეს უფრო ფართო პრინციპები“, – დასძინა პრესსპიკერმა.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати