USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ნედ პრაისი - ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციალური რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი
თარიღი:  508

ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციალური რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ თემასთან დაკავშირებით თანმიმდევრული შეშფოთება გამოვხატეთ. ეს კანონი ჯერ კიდევ გადის საქართველოს სისტემაში მიღების პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვრჩებით “უცხოური აგენტების შესახებ” წარდგენილი კანონით. ზუსტად კი იმიტომმ, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს, ვისაც თანამოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურთ.

ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციალური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ჩვენი აზრი ძალიან მარტივია და ეს აზრი საჯაროდაც და პირად დონეზეც გავაჟღერეთ - ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის პოტენციალური რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელი. ასეთი კანონი არ შეესაბამება მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს…

ასეთ შენიშვნებს მხოლოდ აშშ არ გამოთქვამს. რამდენიმე სხვა პარტნიორმა ქვეყანამ, ევროკავშირმა, გაერომ და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ყველამ შეშფოთების მკაცრი განცხადებები გაავრცელეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, - თქვა პრაისმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის