USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
ნავალნი სასჯელს მოიხდის კოლონიაში, სადაც ტრუსებს და "კალსონებს" კერავენ
дата:  984

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ცნობილი რუსული ინტერნეტ-გამოცემა „The Insaider”, რომელიც წარმოადგენს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფლაგმანს.

გამოცემის ცნობით, მსჯავრდებული ალექსეი ნავალნი, დიდი ალბათობით, იმყოფება ვლადიმირის ოლქის N2 გამოსასწორებელ კოლონიაში (ИК-2). აღნიშნული კოლონია პროდუქციით ამარაგებს სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს.

რუსეთის ფედერაცის სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ამ კოლონიამ 2018 წელს სასჯელღსრულების სამსახურის რეგიონალური განყოფილებისაგან მიიღო შეკვეთა მამაკაცის პერანგების, ტრუსებისა და ე. წ. „კალსონების“ მიწოდების შესახებ. კონტრაქტის ჯამური თანხა შეადგენდა 821 ათას რუბლს. სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა შეკვეთის მოცულობის შესახებ. კერძოდ, ამ კოლონიას, რომელიც მდებარეობს ქ. პოკროვოში, უნდა დაემზადებინა მამაკაცის პერანგები 1600, ცალი 311 რუბლად და თითქმის ოთხი ათასი ქვედა საცვალი, წყვილი 81 რუბლად. უწყების პორტალზე განთავსებულია იმ პროდუქციის კატალოგი, რასაც ამზადებენ მსჯავრდებულები.

ზემოთ დასახელებული ნაწარმის გარდა პატიმრები აგრეთვე ამზადებენ ავეჯს, ფეხსაცმელს და ტექსტილის ნაწარმს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати