USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ნათია თურნავამ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებს ანტიკრიზისული პროგრამა გააცნო
Date:  335

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. მხარეებმა მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა და ის გამოწვევები განიხილეს, რომელთა წინაშეც ბიზნეს სექტორი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დადგა.

ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ნათია თურნავამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ანტიკრიზისული სტიმულირების პროგრამის შესახებ, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენს. მათ შორისაა, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

მინისტრის თურნავას განცხადებით, საქართველოში სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დარგია.

„ეს არის ჩვენი სიმდიდრე და სიამაყე, მაგრამ დღეს ამ დარგს ძალიან გაუჭირდა. ჩვენ დიდი ყურადღებით შევისწავლით დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათ ჩვენს სამოქმედო გეგმაში ავსახავთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way